რეგისტრაცია ღონისძიებაზე: AskGov - ტექნოლოგიების როლი საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაში

ფორსეტი და AskGov.ge გიწვევთ ღონისძიებაზე "AskGov - ტექნოლოგიების როლი საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაში". დასასწრებად რეგისტრაცია სავალდებულოა.  როდის: 28 აპრილი, 16:00 - 20:00 სად: ფაბრიკა, Rooftop, ეგნატე ნინოშვილის 13 განრიგი: https://shorturl.at/etzQ9 რეგისტრაცია: https://forms.gle/kchiHTkt5qCjiAqD9

==========

ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ხელისუფლება კი ამ ფულს სხვადასხვა მიმართულებით ხარჯავს, ჯანდაცვით დაწყებული, ეროვნული თავდაცვით დამთავრებული. ხელისუფლების გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების პირობებზე ახდენს ზეგავლენას; ზოგი გადაწყვეტილება გვიუმჯობესებს ცხოვრებას, ზოგიც — გვიუარესებს.

რაც მეტი გვეცოდინება საჯარო უწყებების მუშაობაზე, მით უკეთ შევძლებთ, შევაფასოთ მთავრობის საქმიანობა, ვიყოთ უფრო აქტიური მოქალაქეები და ხმამაღლა ვისაუბროთ იმ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ყოველივე ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ხელი მიგვიწვდებოდეს ინფორმაციაზე.

მიუხედავად ამისა, ინფორმაციის გამოთხოვის გზაზე არაერთ ბარიერს ვაწყდებით. დაგვიანებული პასუხები, გახარვეზებული განცხადებები, ნაწილობრივ გაცემული მონაცემები, უპასუხოდ დატოვებული წერილები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებსაც ჟურნალისტები, აქტივისტები და აქტიური მოქალაქეები ეჩეხებიან მონაცემების გამოთხოვისას.

ღონისძიებაზე სწორედ ინფორმაციის გამოთხოვის გამოწვევებზე ვისაუბრებთ. გამოვყოფთ AskGov-ის, როგორც ტექნოლოგიური ინტერვენციის, როლს პროცესების გაჯანსაღების გზაზე და ფორსეტის მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად განვიხილავთ სამომავლო ნაბიჯებს.

Რა არის AskGov.ge? პორტალი AskGov.ge ევროკავშირისა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდაჭერით, ფორსეტის შექმნილი ინოვაციური პლატფორმა და საქართველოში საჯარო ინფორმაციის მზარდი ბაზაა. პორტალი მოქალაქეებს სთავაზობს, ერთ სივრცეში, მარტივად გამოითხოვონ სასურველი საჯარო ინფორმაცია 300-ზე მეტი საჯარო დაწესებულებიდან. ყველა გამოთხოვილი ინფორმაცია ავტომატურად საჯარო ხდება, რაც საჯარო უწყებებს ანგარიშვალდებულებისკენ უბიძგებს, მკვლევარებსა და ჟურნალისტებს კი მუდმივად განახლებადი ღია მონაცემებით ეხმარება.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ფორსეტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ელფოსტა *
სქესი *
სამუშაო ადგილი და პოზიცია / სასწავლო დაწესებულება *
საქმიანობის სფერო *
საიდან გაიგე ღონისძიების შესახებ?
დამატებითი ინფორმაცია: მუშაობს შენი ორგანიზაცია ქალთა საკითხებსა და უფლებებზე? *
დამატებითი ინფორმაცია: მუშაობს შენი ორგანიზაცია ახალგაზრდებთან ან/და ახალგაზრდების საკითხებზე? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of ForSet. Report Abuse