იდეათონი -ქუთაისი ეკო სმარტ ქალაქი

                                                                       დებულება

 იდეათონის მიზანი

იდეათონი იმართება ქალაქ ქუთაისში ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას კრეატიული  და ინოვაციური იდეების წახალისების, განვითარებისა და განხორციელებისათვის.

იდეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტები რეკომენდებული იქნება რეალიზაციისათვის ქალაქ ქუთაისში.

 ქ. ქუთაისმა, ერთ-ერთმა პირველმა  ჩვენს ქვეყანაში,  გააკეთა განაცხადი მიუერთდეს იმ ქალაქთა რიცხვს, რომლებიც მზად არიან შექმნან ურბანული ცხოვრების ახალი მოდელი, გახდნენ მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქები.

ეკო-სმარტ-ქალაქი არის მდგრადი, რესურს-ეფექტური ქალაქი, რომელიც სრულად ითვალისწინებს მის ბუნებრივ გარემოს,  უზრუნველყოფს  მოქალაქეების  ცხოვრების მაღალ ხარისხს ჯანსაღი  და კომფორტული გარემოს შექმნით.

იდეათონის მიზანია გამოავლინოს იდეები და პროექტები, რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ „ეკო-სმარტ ქალაქის“ პრიორიტეტების/გამოწვევების განვითარება-გადაჭრაში.

კერძოდ, პროექტები ფოკუსირებული უნდა იყოს შემდეგი გამოწვევებზე:

  •  ნარჩენების მართვის სმარტ გადაწყვეტები (სმარტ კონტეინერები; ნარჩენების სეპარირება; პლასტიკის, ქაღალდის სეპარირების ორგანიზება/მოწყობილობა ორგანიზაციებში/ოჯახებში; მწვანე ნარჩენების შეგროვება/გადამუშავება; ნარჩენების რეციკლირება/ხელმეორედ გამოყენება/აფსაიკლინგი და ა.შ.)
  •  მწვანე ტრანსპორტი (სატრანსპორტო ნაკადების კონტროლი, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი, სუფთა ტრანსპორტი, სმარტ პარკირება, შუქნიშნები და ა.შ.).
  •  ენერგოეფექტური მწვანე შენობები (სხვადასხვა ფუნქციების დისტანციური მართვა, დათბუნება, განათება, მზის პანელების გამოყენება, ენერგოეფექტური მასალების გამოყენება, ენერგიის დაზოგვა შენობებში, გამწვანება და ა.შ.).
  •  სმარტ განათება და ინფრასტრუქტურა (ფეხით  მოსიარულეთა გადასასვლებების მართვა, სმარტ სკამები, სმარტ მოსაცდელები, სათამაშო მოედნები ბავშვებისათვის, სკვერების განათება, მწვანე გაზონებისა და ობიექტების მორწყვა,  განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით,  ტურისტული საინფორმაციო დაფები და ა.შ.).

  ვის შეუძლოა მონაწილეობა?

 იდეათონში მონაწილეობა შეუძლია 17-30 წლის ასაკის ახალგაზრდებს. მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. გუნდში წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იდეათონის ფარგლებში არ ხდება მონაწილეობასთან დაკავშირებული მგზავრობა-განთავსების ხარჯების უზრუნველყოფა.

 რეგისტრაცია

იდეათონში მონაწილეობისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა. გუნდს არეგისტრირებს ერთი წევრი (აუცილებელია მიეთითოს გუნდის ყველა წევრის საკონტაქტო ინფორმაცია).

 რეგისტრაციამდე შექმენით თქვენი გუნდი (თუ აპირებთ გუნდთან ერთად მონაწილეობას) და შეიმუშავეთ თქვენი იდეის მოკლე აღწერა (არაუმეტეს 3-4 წინადადებისა).

რეგისტრაციის  გავლა შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 23 მარტამდე შემდეგ მისამართზე:                                                                                     https://forms.gle/fbYVpPbBgYTi6t4d6

  იდეათონში მონაწილეების შერჩევა

 ფინალური ეტაპისათვის მონაწილეების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ შემოთავაზებული იდეების აღწერის საფუძველზე.

ამ ეტაპზე იდეების შერჩევის კრიტერიუმებია:

  • შესაბამისობა იდეათონის მიზნებთან და გამოწვევებთან;
  • კრეატიულობა. სმარტ მიდგომების გამოყენების შესაძლებლობა - რა სიახლე იქნება ქალაქისათვის?
  • საჭიროება.  რას გააუმჯობესებს და ვინ იქნება მომხმარებელი?
  •  სიმარტივე. რამდენად განხორციელებადი იქნება იდეის დანერგვა? რა რესურსი იქნება ამისთვის საჭირო?

 მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეული  იდეის ავტორები მოწვეული იქნებიან იდეათონის ფინალურ ეტაპში მონაწილეობისათვის.

ფინალურ ეტაპზე  მონაწილეობისათვის შერჩეული იქნება 6-10 იდეის ავტორი (როგორც ინდივიდი, ისე გუნდი).

იდეათონის  ორგანიზატორების მიერ ფინალურ ეტაპზე გასული იდეების ავტორებთან  წინასწარი გაცნობისა და კონკურსის წესების შესახებ ინფორმირების მიზნით ორგანიზებული იქნება ონლაინ შეხვედრა, სადაც  მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააზუსტონ მათთვის საინტერესო საკითხები.

 ფინალური ეტაპი

 ფინალური ეტაპი გაიმართება 2024 წლის 29-30 მარტს                                  

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  (მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ., 59)

 მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან:

  • სამუშაო ადგილებით (მაგიდა, საკანცელარიო ნივთები, ქაღალდი, მარკერები და ა.შ.);
  • ინტერნეტით
  • კვებით.

 მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ საკუთარი ლეპტოპი (საჭიროების შემთხვევაში).

 ფინალური ეტაპის მონაწილეებისათვის გათვალისწინებულია:

  • მასტერ-კლასი. მასტერ-კლასის მიზანია მონაწილეებს გააცნოს საკუთარი იდეის ფორმულირების, წარმატებული პრეზენტაციის წარდგენის და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებები და ხერხები.
  • მენტორინგი. იდეათონის მიზნებისა და საჭიროებების შესაბამისი,  სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის შერჩეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები  ფინალური ეტაპის მონაწილეებს გაუწევენ კონსულტაციებს მათი იდეების სრულყოფისა და ეფექტურობის მიზნით.

 ფინალური ეტაპის განრიგი

        პირველი დღე:

  • გახსნა, გაცნობა, ძირითადი ინფორმაციის განხილვა.
  • პრეზენტაციები ეკო-სმარტ ქალაქის გამოწვევების და განხორციელებული იდეების შესახებ (ქ.ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახურების ინფორმაცია).
  • მასტერ-კლასი.
  • გუნდების საბოლოო ფორმირება და იდეის პროექტის ირგვლივ მუშაობა.

მეორე დღე:

  •  მენტორებთან კონსულტაციები (წინასწარ შედგენილი განრიგის შესაბამისად).
  • მუშაობა საკუთარ პროექტების კონცეფციებზე და პრეზენტაციის მომზადება.
  • პრეზენტაცია. თითოეული იდეის კონცეპციის პრეზენტაციისათვის გამოყოფილი იქნება 10 წთ. პრეზენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ავტორებისათვის ხელსაყრელი სახით, მაგალითად, Power Point გამოყენებით ან ნახატის/ნახაზის სახით, ან მატერიალური მაკეტის სახით და ა.შ.
  • შეფასება და საუკეთესო პროექტების დასახელება. სპეციალურად შექმნილი ჟიურის მიერ მოხდება პროექტების შეფასება და საუკეთესო 2-3 იდეის შერჩევა. საუკეთესო იდეების განხორციელების რეკომენდაცია მიეცემა ქალაქ ქუთაისის მერიას.

 როექტების შეფასების კრიტერიუმები

 ფინალურ ეტაპზე პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ინოვაციურობა. რამდენად ინოვაციურია პროექტი ქალაქისათვის? რა წვლილს შეიტანს პროექტი ეკო-სმარტ-ქალაქის კონცეფციის განვითარებაში?
  • სარგებლიანობა. რა დადებით გავლენას მოახდენს პროექტის რეალიზაცია მოქალაქეების კეთილდღეობაზე? ვინ იქნებიან ძირითადი მომხმარებლები?
  • განხორციელებადობა. რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება არსებული რესურსების გამოყენებით? რამდენად მარტივი და ხელმისაწვდომია პროექტის განხორციელება? რამდენად შესაძლებებლია წარმოდგენილი იდეის სხვა მუნიციპალიტეტებში განხორციელება?
  •  პრეზენტაცია. რამდენად გასაგებად და სტრუქტურირებულად იქნა წარმოდგენილი და აღწერილი პროექტი?
პროექტების ავტორების დასახელება
  •  საუკეთესო პროექტის ავტორებს გადაეცემა  დიპლომები და სამახსოვრო პრიზები.
  • განხორციელებისათვის რეკომენდებული პროექტების ავტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სოციალურ ქსელებსა და ორგანიზატორების ვებ-გვერდებზე.
  • საუკეთესო შერჩეული იდეები/პროექტები  ქ. ქუთაისის მერიის მიერ გათვალისწინებული იქნება  რეალიზაციისათვის.
  • იდეათონის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

Sign in to Google to save your progress. Learn more
Submit
Clear form
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy