სამართლის კლუბი (რეგისტრაცია)
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "სამართლის კლუბის" სალექციო კურსი უფროსკლასელთათვის
სალექციო კურსი განკუთვნილია დარგით დაინტერესებული (IX-XII) უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის.
მისი მიმდინარეობის დროს ძირეულად განიხილება მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრობლემები, ადამიანის ძირითადი საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
თეორიული კურსის სწავლების დროს განიხილება საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, პროექტები და სამომავლო ხედვები. გაიმართება დისკუსიები, განიხილება პრაქტიკაში გავრცელებული კაზუსები. ახალგაზრდებს მიეწოდებათ ცოდნა შემდეგი თემების შესახებ:
დანაშაული და სასჯელი
დანაშაულის სახეები
სასჯელის სისტემა
სასჯელის დანიშვნის წესები
შეურაცხადობა სისხლის სამართალში და ა.შ.
კურსის გავლა საჯარო თუ კერძო სკოლის ნებისმიერ დაინტერესებულ უფროსკლასელ მოსწავლეს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. კურსი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც თბილისში, ასევე რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლისათვის. დასწრება შესაძლებელი იქნება, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად zoom პლატფორმის გამოყენებით.
რეგისტრაციის გავლისას აუცილებელია, დაინტერესებულმა მოსწავლემ აირჩიოს დასწრების სასურველი ფორმატი.
კურსს გაუძღვება თსუ დოქტორანტი - ია ხახუბია
რეგისტრაცია 10 ოქტომბრიდან - 17 ოქტომბრის ჩათვლით.
შეხვედრები უნივერსიტეტში წარიმართება ყოველ პარასკევს 16:00 საათზე.
მის: ჭავჭავაძის 1. თსუ I კორპუსი. ჩაის სახლის მეორე სართული.
დისტანციურად ჩართვის მსურველ რეგისტრირებულ პირებს შეხვედრების ზუსტი დღე, დრო, zoom ID გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე. 
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი გვარი *
სკოლა (დასახელება სრულად) *
კლასი *
დასწრების ფორმატი *
საკონტაქტო ელ.ფოსტა *
საკონტაქტო მობილური ტელეფონი *
მოკლედ გვითხარით, რატომ გსურთ ამ კლუბის წევრობა? *
მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სხვა პროექტში/პროგრამაში? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of TSU. Report Abuse