დარეგისტრირდი იდეათონზე: "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის"
მეწარმეებს, ბიზნესის მფლობელებს/მენეჯერებს, საინიციატივო ჯგუფებს, გადამუშავებითა და ნარჩენების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ იდეათონსა და აქსელერაციის პროგრამაში: "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის".

იდეათონზე მეწარმეებს, ბიზნესის მფლობელებს/მენეჯერებს და საინიციატივო ჯგუფებს საშუალება გექნებათ, წარმოადგინოთ კონცეფციები, თუ როგორ შექმნით ბიოდეგრადირებად შეფუთვას პლასტმასისა და სხვა ერთჯერადი გამოყენების ნარჩენების შესაცვლელად.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სერვისის/პროდუქტის შექმნა და/ან განვითარება ხელს უნდა უწყობდეს ნარჩენების ნაკადის შემცირებას, რომელიც საქართველოს ნაგავსაყრელებზე ჩაედინება. თქვენი პროდუქტი/სერვისი უნდა ეხმარებოდეს სასტუმროს, რესტორნისა და კაფის (HORECA) სექტორისთვის ხელმისაწვდომ ფასად პლასტიკური შეფუთვის ალტერნატივების შექმნას.

იდეათონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, შეავსოთ ეს სარეგისტრაციო ფორმა.

აპლიკაციის შევსების ბოლო თარიღია: 18 მარტი, 18:00 საათი.

მეორე ტურში შერჩეული იდეების ავტორები გაივლიან ორკვირიან აქსელერაციის პროგრამას, სადაც, მენტორების დახმარებით, იმუშავებენ იდეის ბიზნესმოდელის დახვეწასა და განვითარებაზე. აქსელერაციის დასასრულს, ისინი წარდგებიან ჟიურის წინაშე.

საპრიზო ფონდი 60 000 ლარია, რომელსაც გამარჯვებული გუნდი ან გუნდები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისგან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან და გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) მიიღებენ. საყურადღებოა, რომ გამარჯვებული გუნდი ან გუნდები მიიღებენ არა თანხას, არამედ, ამ თანხის ფარგლებში მოთხოვნილ სერვისს ან მომსახურებას, რაც ბიზნესის დაწყების ან განვითარებისთვის სჭირდებათ.

იდეათონი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭრით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შესაფუთი მასალების მწარმოებელთა და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციებთან პარტნიორობით. იდეათონი წარიმართება ფორსეტის ორგანიზებით და მისი მედია პარტნიორია Next.on.ge.



სამუშაო ენა: ქართული

პროექტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თეონა თომაშვილს: teona@forset.ge 

Sign in to Google to save your progress. Learn more
Email *
სახელი და გვარი *
ტელეფონის ნომერი *
ელექტრონული ფოსტა *
თქვენ წარმოადგენთ: *
თუ რეგისტრირდებით როგორც საინიციატივო ჯგუფი ან ორგანიზაცია,  გთხოვთ, მიუთითოთ ორგანიზაციის სახელი ან საინიციატივო ჯგუფის წევრების სახელ(ებ)ი და გვარ(ებ)ი.
რა არის თქვენი განაცხადის შემოტანის მოტივაცია? *
აღწერეთ თქვენ მიერ შემოთავაზებული იდეა და აგვიხსენით, როგორ ეხმიანება თქვენი იდეა იდეათონის მიზნებს *
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი იდეის გაფართოება/განვითარება ისე, რომ ის გადაიქცეს და ჩამოყალიბდეს ქმედითუნარიან ბიზნესად? *
თუ გსურთ დამატებითი დოკუმენტაციის გაზიარება, გთხოვთ, გაგვიზიაროთ Google drive-ის ან dropbox-ის ბმულით.
რამის დამატება ხომ არ გსურთ?
A copy of your responses will be emailed to the address you provided.
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
reCAPTCHA
This form was created inside of ForSet. Report Abuse