ახალგაზრდული კიბერ ჰაკათონი

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, 25 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩაატარებს "ახალგაზრდულ კიბერჰაკათონს 2023". ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და ქალებში პროფესიული უნარების განვითარებაზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ჰაკათონი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს. თეორიული ნაწილი წარმოდგენილი იქნება ტესტის სახით, რომლის საკითხები ეხება კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების დომეინებს (საბაზისო), ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) და ოპერაციული ტექნოლოგიების (OT) უსაფრთხოების პრინციპებს და რისკებს.

პრაქტიკული ნაწილი (ლაბი) მოიცავს შემდეგ სავარჯიშოებს: შეღწევადობის ტესტირება (Penetration testing); მოწყვლადობის ანალიზი (Vulnerability Assessment) (წინასწარ განსაზღვრულ სისტემებზე/სერვისებზე/პროტოკოლებზე) და მავნე კოდის ანალიზი ( OT malware analysis).

ჰაკათონის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. მონაწილეების ჩართულობისა და ტესტირების შედეგების საფუძველზე, მოხდება ჰაკათონის სამი წარჩინებული მონაწილის გამოვლენა და დაჯილდოება. გამარჯვებულ მონაწილეებს დაუფინანსდებათ სერტიფიცირებული სასწავლო კურსი კიბერუსაფრთხოების საფუძვლებში (https://www.isaca.org/credentialing/cybersecurity-fundamentals-certificate)  

ჰაკათონის დღის წესრიგი 
10:00-10:30​ რეგისტრაცია და დილის ყავა
10:30-12:00​ ჰაკათონი: პირველი სესია
12:00-12:30​ ლანჩი
12:30-13:45 ​ჰაკათონი: მეორე სესია 
13:45-14:15 ​კიბერ ვორქშოპი (პრეზენტაცია კიბერუსაფრთხოების თემაზე)
14:15-14:45​ ყავის შესვენება

14:45-15:20​ ჰაკათონის დაჯილდოების ცერემონია


ჰაკათონში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 24 ივნისამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ajejelava@deloitte.ge 

Sign in to Google to save your progress. Learn more
Email *
სახელი, გვარი *
საკონტაქტო (მობილურის ნომერი) *
რომელ უნივერსიტეტში/სასწვალებელში სწავლობთ? *
რა სპეციალობაზე სწავლობთ? (თუ შესაძლებელია, მიუთითეთ კურსი) *
პირადი ნომერი *
ხართ თუ არა დასაქმებული? *
როგორ გაიგეთ ჩვენი ღონისძიების შესახებ?
Clear selection
სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 100 სიტყვა)
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy