ICM Connect
ხშირად გქონიათ, ალბათ, შემთხვევა,  როდესაც უბრალო დისკუსიაში ჩაებით, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი კამათში გადაიზარდა;

ან შემთხვევა, როდესაც საკუთარ უფროსს არ ეთანხმებით რამეში;

ან თქვენს თანამშრომელთან ვერ გამონახეთ საერთო;

ან თუნდაც თქვენს მეზობელთან მრავალწლიანი ჭიდილი გაქვთ, თუ სად გადის თქვენი საერთო ეზოს საზღვარი.

ICM Connect-ი არის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ თქვენს კონფლიქტურ შემთხვევებზე გვიამბოთ, ჩვენ კი დამუშავებული რეკომენდაციები მოგცეთ - თუ როგორ მოაგვაროთ აღნიშნული კონფლიქტები.

დღეს, საზოგადოების მხოლოდ მცირედი ნაწილია მზად იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება მოახდინოს და აღიქვას თავის გარშემო არსებული კონფლიქტები.
უმეტესობისთვის ჯერ კიდევ რთულია კონფლიქტებზე ღიად საუბარი. ამიტომაც ხშირად უთქმელი და უვნებელი შემთხვევები, მოგვიანებით დესტრუქციულ კონფლიქტებში გადადის, რომელთა დარეგულირება ბევრად რთულია და გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

უამრავი ორგანიზაცია არ აღიარებს შიგნით მიმდინარე კონფლიქტებს, შედეგად კი ვერ აკავებს კადრების გადინების პროცესს და მათი საერთო პროდუქტიულობაც ძალიან დაბალია.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს, რომ კონფლიქტი ბუნებრივი მოვლენაა, მას აქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი თვისებები.

მასზე საუბარი და კონფლიქტის არსებობის აღიარებაც სავსებით ბუნებრივია და სათაკილოც არაფერია. ჩვენს გარშემო არ არსებობს სფერო, ორგანიზაცია ან ადამიანი, რომელსაც კონფლიქტის არა ერთი, არამედ რამდენიმე შემთხვევა მაინც არ ჰქონდეს.
მასზე საუბარი კი გვაძლევს საშუალებას სწორად მოხდეს კონფლიქტის იდენტიფიცირება, სწრაფად გამოინახოს მოგვარების გზები და საბოლოო ჯამში თქვენ გამოიმუშავებთ პრევენციისთვის საჭირო უნარებს.

ICM Connect-ის პლატფორმა კი ზედგამოჭრილია დისკუსიისთვის, სადაც პროფესიონალები დაგეხმარებიან მიიღოთ სწორი რჩევები და პროდუქტიულად წარმართოთ თქვენი ცხოვრება.
Sign in to Google to save your progress. Learn more
კონფლიქტის მოკლე აღწერა
თქვენი აზრით რა არის მეორე მხარის ძირითადი ინტერესი?
კონფლიქტის მოგვარების, როგორი სცენარი იქნებოდა საუკეთესო თქვენთვის?
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიტოვოთ საკონტაქტო იფნორმაცია
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy