ამონაშვილების ბანაკი "მზიანეთი"
🥳 ამონაშვილების აკადემია 21-28 აგვისტოს გთავაზობთ უნიკალურ ბანაკს 12-17 წლის მოზარდებისათვის ბუშეტში, ამონაშვილების კარ-მიდამოს ტერიტორიაზე!

🔅 კახეთში, თელავთან ახლოს, ამონაშვილის კარ-მიდამოში, არსებობს ქალაქი მზიანეთი. აქ ყველა ბავშვი ხდება მზიანეთის თავისუფალი მოქალაქე. მოქალაქეები დიდებივით მუშაობენ დაწესებულებებში. მაგალითად, ნამდვილ კაფეში, შემოქმედებით სახელოსნოში, ბუნების ინსტიტუტში, მედია ცენტრში, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტში, სამაშველო სამსახურში და სხვა.

🪙 ხელფასს მოქალაქეები იღებენ მზიანეთის ვალუტაში, რომელსაც ჰქვია დარი.

📝 ყველა მოქალაქეს აქვს თავისი პასპორტი და მონაწილეობას იღებს ნამდვილი მზიანეთის პარლამენტის მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს საკუთარ კანონებს.

🙌 რა თქმა უნდა, მუშაობის შემდეგ გართობაც არის, საინტერესო კლუბებში - ფეხბურთი, ხელოვანთა კლუბი, კოცონი, კინოთეატრი, ბიბლიოთეკა და სხვა. იმ მოქალაქეებს, ვისაც სწავლა უნდა, შუძლიათ ჩააბარონ ბიზნესის უნივერსიტეტში.

👩🧑‍🦱 მზიანეთის მოქალაქეები ცხოვრობენ სამეგობროებში - ოთხი ან ხუთი მოქალაქე ერთად ცხოვრობს კოტეჯში ან ოთახში გამოცდილ ლიდერებთან ერთად.

👴 მზიანეთს ჰყავს დიდი მასწავლებელი - შალვა ამონაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე - პაატა ამონაშვილი.

🧒👦 რა ასაკის მოზარდები ჩამოვლენ მზიანეთში? - 12-17 წლის

🗓️ როდის? - 21-28 აგვსიტო

🔖 რა ღირს? - 1150 ლარი
ჩვენი აკადემიის წევრებსა და დედმამიშვილებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📋 რა შედის ფასში? - ფასში შედის მგზავრობა თბილისიდან და უკან, კვება (მაქსიმალურად ჯანსაღი საკვები), ცხოვრება და უნიკალური პროგრამა მოზარდებისათვის, რომლის ფარგლებშიც, ისინი უამრავ სიახლეს ისწავლიან და განვითარდებიან!

❣️ და რაც მთავარია, მოზარდებს ჩვენთან დახვდებათ უდიდესი სიყვარული და ღრმა პატივისცემა!

❓ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვირეკოთ: 577 202 272!
ბანაკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ნელ-ნელა დაიდება ჩვენს გვერდზე!

🔅 გელით ჩვენთან მზიანეთში!!!

❤️ სიყვარულით,
ამონაშვილის აკადემია
登入 Google 即可儲存進度。瞭解詳情
მოზარდის სახელი და გვარი *
მოზარდის ასაკი *
მშობლის სახელი და გვარი *
მშობლის ტელეფონის ნომერი *
მშობლის საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართი *
ხომ არ არის ისეთი რამ, რაც გსურთ რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ, ან გავითვალისწინოთ? *
提交
清除表單
請勿利用 Google 表單送出密碼。
Google 並未認可或建立這項內容。 檢舉濫用情形 - 服務條款 - 隱私權政策