განაცხადი მცირე და საშუალო მეწარმეების შესარჩევად
SMEDA უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს რეგიონებში წარმოდგენილ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ბიზნესის გაფართოებისათვის მოიძიონ დამატებითი ფინანსური რესურესბი. პროექტის მეშვეობით მათ ექნებათ შესაძლებლობა მომსახურება მიიღონ ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ და ამგვარად გახადონ თავიანთი კომპანიის ფინანსური უწყისები უფრო სანდო და გამჭვირვალე.
პროექტის ფარგლებში მეწარმეებს ექნებათ საშუალება მიიღონ ორი სახის მომსახურება:
საკონსულტაციო მომსახურება
დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობისთვის საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება (შეიძლება მოიცავდეს როგორც სესხისთვის საჭირო ფინანსური უწყისების მომზადებასა და მოწესრიგებას, ასევე  სააგენტო  "აწარმოე საქართველოში"-ს პროგრამაზე ბიზნეს გეგმის შედგენას)
თუ გსურთ პროექტში მონაწილეობა გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა.
კონკურსი გამოცხადებულია რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) Rural SMEs Development - Georgia, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) Embassy of Switzerland in Georgia-ს მიერ.
RSMEDP, მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ბაზრის სისტემების განვითარებით და რეგიონების მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსური და ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებით. პროექტი ხორციელდება Swisscontact-ის (ძირითადი განმახორციელებელი), Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ. RSMEDP ხოროციელდება 2020 – 2024 წლების ფარგლებში.
Sign in to Google to save your progress. Learn more
კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი: *
საკონტაქტო პირი (სახელი, გვარი) *
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტა: *
საკონტაქტო პირის ტელ.ნომერი: *
საქმიანობის სფერო: *
ბიზნესის არსებობის ხანგრძლივობა: *
რომელ მუნიციპალიტეტში ხართ წარმოდგენილი? *
რამდენი იყო თქვენი ბიზნესის წლიური ბრუნვა 2022 წელს: *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy