„ინიციატივა ცვლილებისათვის. სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“
14 დეკემბერს 16:00 საათზე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი პედაგოგებისთვის სათემო განვითარების ცენტრთან (CDC) პარტნიორობით გაიმართება წიგნის „ინიციატივა ცვლილებისათვის - სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“ პრეზენტაცია.

СDC პარტნიორებთან ერთად 2015 წლიდან მუშაობს კვლევით-საგამომცემლო სერიაზე, „ინიციატივა ცვლილებისათვის“, რომლის პირველი ორი წიგნი, „თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“ 2015-2016 წლებში გამოიცა, ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation მხარდაჭერით.
📒📙წიგნებში აღწერილია ოცამდე ისტორია, რომლებიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის ათიან წლებში ცალკეული ინიციატორებისა და განმანათლებლების მიერ წამოწყებულ, სათემო, სასოფლო განვითარებაზე მიმართულ საქმიანობას ეხება.
📕ეს ამბები კარგად აჩვენებს საქართველოში იმხანად მიმდინარე საზოგადოებრივ და სათემო პროცესებს. მთავარი ფოკუსი კერძო ინიციატორებზეა მიმართული, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საერთო საქმისათვის იწყებდნენ მოქმედებას.
📗 კვლევა „ინიციატივა ცვლილებისათვის“ იმთავითვე ერთგვარ საგამომცემლო სერიად ჩავიფიქრეთ და ჩვენი დიდი სურვილი იყო, ამ საქმიანობაში თემატურად ჩართულიყო მაქსიმალურად ბევრი დაინტერესებული ორგანიზაცია, დონორი, მკვლევარი და სხვა პარტნიორი, რათა საბოლოოდ, საერთო, სამოქალაქო ძალისხმევით, მოგვეხერხებინა საქართველოში 1921 წლამდე მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლა, აღდგენა და დაინტერესებულ მკითხველამდე მიტანა.
📘 ამჟამად წარმოგიდგენთ მესამე წიგნს -  „ინიციატივა ცვლილებისათვის. სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“ , რომელშიც საზოგადოებრივი ურთიერთდახმარებისა და ქველმოქმედების ასზე მეტი წლის წინანდელი ამბებია მოთხრობილი. პროექტს მხარი დაუჭირა Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ხართ თუ არა ფორუმის წევრი *
სკოლა, რომელშიც ასწავლით *
საგანი, რომელსაც ასწავლით *
Required
თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი *
თქვენი საკონტაქტო ნომერი *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy