სტუდენტების დებატების სკოლა
🎉საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს სტუდენტთა მიღებას თბილისის დებატების სკოლაში, პროექტის - დებატები უკეთესი განათლებისთვის - ფარგლებში

📝საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) დამფუძნებლები და გამგეობის წევრები ასწავლიან ფორმალურ დებატებს საქართველოში 1998 წლიდან, არიან საერთაშორისო ტრენერები და აქვთ შემუშავებული ყველაზე პოპულარული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელობი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ

📌2009 წლიდან საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) ხელს უწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის ნებისმიერ სფეროში

🖇დებატების სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა თუ კონკურსში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

📆სტუდენტების დებატების სკოლა, რომელშიც მიიღებიან ბაკალავრიატის სტუდენტები თბილისის უნივერსიტეტების ყველა ფაკულტეტიდან, დაიწყებს აქტიურ მუშაობას ნოემბრიდან და გაგრძელდება 8 თვის განმავლობაში

📋სისტემატიური მეცადინეობები ჩატარდება ყოველკვირეულად, ჯგუფის წევრებთან მორგებული გრაფიკით, საშუალოდ 2 საათის განმავლობაში

📚სწავლების პროცესში მოხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა გასაუბრების ტექნიკები, კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციების მომზადება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა. ყველაფერი, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული და მათ ხელს შეუწყობს აკადემიურ სწავლებასა და აქტიურ სტუნდენტურ ცხოვრებაში 

🌍პროექტის ფარგლებში სხვა დამატებითი ნაციონალური თუ საერთაშორისო აქტივობებისა თუ კონკურსების შესახებ ჯგუფის მონაწილეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულები

🎯 გარდა კონკურსებსა თუ ჩემპიონატებში მოპოვებული სერთიფიკატებისა, თითოეული ჯგუფის წევრი კურსის სრულფასოვნად გავლის შემდეგ მიიღებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატს, რომელიც უმეტეს წილად გადამწყვეტი ხდება საზღვარგარეთ უმაღლესი რანგის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის 

🌟გარდა ამისა, დებატების სკოლის ყველაზე წარმატებულ და მოტივირებულ სტუდენტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა შემოუერთდნენ GIDE-ს გუნდს ყველანაირი კონკურსის გავლის გარეშე და შემდგომ მიიღონ მონაწილეობა პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

🔴კონკურსის პირველი ეტაპის წარმატებულად გასავლელად უნდა შეავსოთ ეს აპლიკაციის ფორმა 24 ოქტომბრამდე

📧ყოველთვიური გადასახადი 100 ლარია

🏧ორ ეტაპად გადახდის შემთხვევაში 370-370 ლარი

📞დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 733 306
 
👇ინფორმაციას ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე:
https://www.facebook.com/DebatesGeorgia
https://debate.edu.ge/
https://www.youtube.com/channel/UCg4CQ-YvqPe46-urPkmFB7g/
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ტელეფონის ნომერი *
ელ. ფოსტა *
ასაკი *
უნივერსიტეტი *
საიდან გაიგეთ კონკურსის შესახებ ან/და ვინ არის თქვენი რეკომენდატორი? *
რატომ გსურთ დებატების სკოლაში გაწევრიანება? *
თქვენი აზრით, რატომ არის დებატები და ზოგადად, დისკუსია მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის? *
თქვენი აზრით, დებატებში შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია თუ ფორმა? რატომ? *
რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy