ვებინარების სერია - ქალები და COVID-19
29 აპრილიდან, წალკის და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs), CENN-თან  თანამშრომლობით, გიწვევთ ვებინარების კვირეულში: „ქალები და COVID-19,“ მონაწილეობის მისაღებად. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ორი პროექტის “ეს წალკაა” და “ქედა ლიდერი” ფარგლებში.
 
ვებინარების თემატიკა პასუხობს კორონავირუსის პანდემიის გავრცლების შედეგად გაჩენილ ქალთა გამოწვევებს.  

ვებინარები შეეხება ვირუსის გავრცელების შედეგად, იზოლაციის პირობებში გავრცელებულ ქალთა გამოწვევებს და არსებულ გამოწვევებზე რეაგირების შესაძლო გზებს.

ვებინარების განრიგი, სპიკერები და სასაუბრო თემატიკა:

29 აპრილი, 14:00 საათი -   როგორ აისახება პანდემია ქალებზე და ეფექტიანი პასუხი გამოწვევებზე
მომხსენებლები: სალომე ჩაგელიშვილი, ნინო ცქიფურიშვილი, ქალთა ფონდი საქართველოში

                             რატომ არის COVID-19 და ზოგადად კრიზისული სიტუაციები გენდერულად
                                      მარკირებული;
                             მნიშვნელოვანი ქმედებების გატარების აუცილებლობა არსებულ სიტუაციაში;
                             რა რეაგირება მოახდინა ქალთა ფონდმა საქართველოში არსებულ გამოწვევაზე.


30 აპრილი, 14:00 საათი -  კორონავირუსის დროს ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკები
მომხსენებელი: ეკატერინე სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
   
                                ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკები კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში;
                                რა მდგომარეობაა ახლა, როგორია უწყებების პასუხი და რა უნდა გაკეთდეს;
                                ქალთა დაცვისა და დახმარების სხვადასხვა მექანიზმები.
                     

1 მაისი, 14:00 საათი  -  ქალთა წინაშე არსებული გამოწვევების მართვა ადვოკატირების  გზით
მომხსენებლები: კატერინა კუტუბიძე, საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი

                                ქალთა გამოწვევების მართვა ადვოკატირების გზით;
                                ადვოკატირების სხვადასხვა მექანიზმები პანდემიის პირობებში;
             
                     
ვებინარის ფარგლებში შესაძლებლობა გენქნებათ დასვათ შეკითხვები. ვებინარებში მონაწილეობის მისაღებად, უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ როგორც ერთ, ასევე ყველა ვებინარში.

ვებინარში ჩასართავად დეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ აპლიკაციაში მითითებულ ელ-ფოსტაზე, თითოეული სესიის დაწყებიდან 2 საათით ადრე.

პროექტებს „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  
Sign in to Google to save your progress. Learn more
Email *
სახელი, გვარი *
ორგანიზაცია / სკოლა / უნივერსიტეტი *
ქალაქი/რეგიონი *
ელ-ფოსტის მისამართი (გთხოვთ, დარწმუნდით რომ ელ-ფოსტის მისამართი სწორად მიუთითეთ) *
ასაკი *
რომელ ვებინარზე გსურთ დასწრება? (შეგიძლიათ მიუთითოთ ერთი, ან რამდენიმე ვებინარი)
დამატებითი კომენტარი (არსებობის შემთხვევაში)
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy