სამოქალაქო განათლების ბანაკი გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვი" ფარგლებში, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) ერთად აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამოქალაქო განათლების ბანაკში გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის.

სამოქალაქო განათლების ბანაკის მიზანია, გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა ეკონომიკური პრობლემების დაძლევისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ თემატური ლექციები და შეიმუშაონ პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაზე.  ბანაკის მონაწილეების მიერ შემუშავებული წარმატებული საპროექტო იდეები დაფინანსდება და მათ საშუალება ექნებათ შემდგომში ეს პროექტები განახორციელონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში.

ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიაში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებსა და 18-55 წლის ქალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე.

ბანაკი გაიმართება ორ ნაკადად  :

13 აგვისტო - 17 აგვისტო, 2024 (ბანაკი ქალებისთვის)

18 აგვისტო - 22 აგვისტო, 2024 (ბანაკი ახალგაზრდებისთვის)

ბანაკები გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 7 ივლისი, 00:00

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

მნიშვნელოვანია, კონკურსანტს ჰქონდეს აქტიური ელექტრონული ფოსტა, რადგან პროგრამის შერჩეულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარიამ ღლონტი: mariam.ghlonti@cenn.org

გისურვებთ წარმატებას!

____
ბანაკი დაგეგმილია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “მწვანე გურია –  ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ელ-ფოსტა *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
სქესი *
მუნიციპალიტეტი *
ამჟამინდელი საქმიანობა
Clear selection
გთხოვთ მიუთითეთ სამუშაო ადგილი/პოზიცია და უნივერსიტეტი/ფაკულტეტი, სწავლის ან მუშაობის შემთვევაში
*
ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი *
ტელეფონის ნომერი *
გთხოვთ, მოკლედ აღწეროთ თქვენი სამუშაო და სასწავლო გამოცდილება, რაც რელევანტურია სამოქალაქო განათლების ბანაკისთვის (მაქს. 250 სიტყვა) *
რა არის თქვენს მუნიციპალიტეტში არსებული ის პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაწუხებთ? გთხოვთ აღწეროთ (მაქს. 300 სიტყვა)

*ბანაკის მონაწილეების მიერ შემუშავებული წარმატებული საპროექტო იდეები დაფინანსდება და მათ საშუალება ექნებათ შემდგომში ეს პროექტები განახორციელონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში. 
*
როგორ ხედავთ არსებული პრობლემის გადაჭრას? (მაქს. 250 სიტყვა) *
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემა, რომლის წინაშეც თქვენი მუნიციპალიტეტი/რეგიონი დგას ამჟამად? (მაქს. 300 სიტყვა) *
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოხდეს ზემოთ თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემ(ებ)ის გადაჭრა? (მაქს. 250 სიტყვა)
*
გთხოვთ მოგვიყევით იდეის შესახებ, რომელის განხორციელებაც გსურთ სამოქალაქო განათლების ბანაკის ფარგლებში (მაქს. 300 სიტყვა)
*
რატომ უნდა აგირჩიოთ სამოქალაქო განათლების ბანაკში? გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენი მოტივაციის შესახებ. (მაქს. 250 სიტყვა) *
გთხოვთ, მოგვწეროთ როგორ აპირებთ ბანაკში მიღებული ცოდნისა და  გამოცდილების გამოყენებას ბანკიდან თქვენს მუნიციპალიტეტში დაბრუნების შემდეგ? *

გაქვთ თუ არა სპეციალური საჭიროება

დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა სახის საჭიროება?

*
ვადასტურებ, აპლიკაციაში შევსებული ინფორმაციის სიზუსტეს და შერჩევის შემთხვევაში, მსურს მონაწილეობა მივიღო სამოქალაქო მონაწილეობის სასწავლო პროგრამაში *
ვადასტურებ, რომ 1 ივლისი - 13 ივლისი მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო სამოქალაქო განათლების ბანაკში *
თანახმა ვარ, სამოქალაქო განათლების ბანაკის განმავლობაში, ოთახი გავიზიარო იმავე სქესის სხვა მონაწილესთან *
მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ბანაკის თარიღი *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report