ხელშეკრულება
ერთის მხრივ
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
პირადი ნომერი *
მისამართი *
ტელეფონი *
ელ-ფოსტა *
პრომო კოდი
სასურველი გადახდის თარიღი *
ყოველი თვის
ხელშეკრულების პირობები
მეორეს მხრივ, შპს „ემ ჯი აი ჯგუფი“ (ს/კ 405428130) წარმოდგენილი დირექტორის თამარ ავალიანის (პ/ნ 01027064460) მიერ, მისამართი: თბილისი, ლვოვის 81ა; ელ. ფოსტა: MGIGrouplaw@gmail.com; ტელ: +995 595 49 55 59 (შემდგომში - შემსრულებელი)
დამკვეთი და შემსრულებელი, ერთად მოხსენიებულნი როგორც მხარეები, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობის და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი:
1.1 მოცემული ხელშეკრულებით შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას გაუწიოს დამკვეთს 1.2. მუხლით განსაზღვრული მომსახურება, ხოლო სანაცვლოდ, დამკვეთი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მოცემული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაწეული მომსახურების ანაზღაურება;
1.2 მოცემული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შემსრულებელი უზრუნველყოფს დამკვეთს იურიდიული მომსახურების შემდეგი პაკეტით:
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 7, 8, 9; 119-ე მუხლის 8; 120-ე მუხლის 4; 121-ე მუხლის 3; 125-ე მუხლის 5, 10, 11; 127-ე მუხლის 3; 127-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილებით დადგენილი დამკვეთის პასუხისმგებლობის საკითხი, დამკვეთი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომიდან შემსრულებელთან განხორციელებული ზარის პირველივე წუთებიდან, საქმეზე საბოლოო განაჩენის/გადაწყვეტილების გამოტანამდე  უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული მომსახურებით სასამართლო (საქალაქო, სააპელაციო, საკასაციო) ინსტანციებში. მოცემულ შემთხვევაში, დამკვეთი თავისუფლდება დამატებითი ხარჯებისაგან, კერძოდ: ორდერის საფასურისა და  ადვოკატის ჰონორარისაგან. შემსრულებელი არ არის ვალდებული დამკვეთს აუნაზღაუროს საქმის წარმოებისას საქმესთან დაკავშირებული სხვა ხარჯები  (მაგ. საპროცესო შეთანხმების თანხა, ექსპერტიზის დასკვნის ხარჯი, დაზარალებული მხარის ფინანსურად დაკმაყოფილება და სხვა მსგავსი ხარჯები.);
ბ) დამკვეთი და მისი ოჯახის წევრები, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სხვა ყველა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სარგებლობენ იურიდიული მომსახურების 50%-მდე ფასდაკლებით, რომლის გაწევის შესაძლებლობასაც სთავაზობს შემსრულებელი დამკვეთებს.
1.3 ხელშეკრულების 1.2. პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების არეალი არის ქ. თბილისი, კერძოდ, შემსრულებელი დამკვეთს უზრუნველყოფს ადვოკატის მომსახურებით მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას. თბილისის გარეთ მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაზე, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, შემსრულებელი უზრუნველყოფს მას ადვოკატის მომსახურებით. თუმცა ამ შემთხვევაში, დამკვეთი თავად უზრუნველყოფს ადვოკატის გზისა და ქალაქ-გარეთ ცხოვრების ხარჯების დაფარვას.
2. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები:
2.1 მომსახურების ღირებულება შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს თვეში; დამკვეთის მიერ ყოველთვიური გადახდა  განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველთვიურად მის მიერ არჩეულ პერიოდში შემსრულებლის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: საქართველოს ბანკი - GE41BG0000000498509941; თბს ბანკი - GE02TB7365136020100010 თანხის  ჩარიცხვის გზით.
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მისი ძალაში შესვლა და ხელშეკრულების შეწყვეტა:
3.1 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხარეების მიერ მისი ხელმოწერიდან (ხელმოწერად ჩაითვლება დამკვეთის მიერ "ვეთანხმები" ველის მონიშვნა და გაგზავნა შემსრულებელთან, ხოლო შემსრულებლის მიერ ხელმოწერად ჩაითვლება კომპანიის ბეჭდით დადასტურება და ხელშეკრულების დამკვეთისთვის გადაცემა)
3.2 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისთანავე (პირველი გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა)  და მოქმედებს 18 (თვრამეტი) თვის ვადით;
3.3 მოცემული ხელშეკრულება ვადაზე ადრე შესაძლებელია შეწყდეს:
- მხარეთა შეთანხმებით;
- შემსრულებლის მიერ თუ დამკვეთს არ ექნება გადახდილი მომსახურების საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
- დამკვეთის ინიციატივით ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულება:
4.1 მხარეები ვალდებულნი არიან მოცემული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები განახორციელონ კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას;
4.2 დამკვეთი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში მოახდინოს შემსრულებელთან ანგარიშსწორება.
5. ფორს მაჟორი
5.1 არცერთი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა არ დააკისრებს პასუხისმგებლობას ამ მხარეს, თუ ეს დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს მაჟორული გარემოებით, რომლის წინასწარ განჭვრეტა ან თავიდან აცილება მოცემულ მხარეს არ შეეძლო მიზანშეწონილი ზომების მიღებით. აღნიშნული გარემოებები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) წყალდიდობას, ხანძარს, მიწისძვრას და სხვა სტიქიურ უბედურებას, აგრეთვე ომს (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), სამხედრო მოქმედებას, გაფიცვას, აჯანყებას, სამთავრობო მოქმედებებს ან სხვა მსგავს მოქმედებას.
6. დავის გადაწყვეტა:
6.1 წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. თუ მოლაპარაკება შეუძლებელია და მხარეები ვერ აღწევენ შეთანხმებას, დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ხელშეკრულების სხვა პირობები:
7.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებების და დამატებების შეტანა დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ისინი შესრულებულია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეების მიერ ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ;
7.2 მხარეებს არა აქვთ უფლება მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე გადასცენ მესამე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები
7.3 ყველა შეტყობინება და კავშირი უნდა განხორციელდეს წერილობით და ტელეკომუნიკაციის საშუალებით, ელ. ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე;
7.4 მოცემული ხელშეკრულების რომელიმე მოთხოვნის ან პირობის ნებისმიერ დროს ძალადაკარგულად ან არაკანონიერად ჩათვლა არ იქონიებს გავლენას წინამდებარე ხელშეკრულების დანარჩენი პირობებისა და მოთხოვნების იურიდიულ ძალაზე, კანონიერებასა და განხორციელებადობაზე. ასევე შეთანხმებულია, რომ მხარეები ყველა შესაძლო ზომას მიიღებენ, რათა ამგვარ ძალადაკარგულ დებულებაში შეტანილ იქნას ცვლილება ან შეიცვალოს იურიდიული ძალის მქონე მსგავსი შინაარსის დებულებით, რათა შესაძლებელი იყოს ხელშეკრულების მიზნისა და განგრძობადობის შენარჩუნება;
7.5 აკრძალულია კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება;
7.6 დამკვეთის მიერ ხელშეკრულების პირობების "ვეთანხმები" ველის მონიშვნა, ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი გაეცნო ხელშეკრულების პირობებს და ეთანხმება მათ.
7.7 ხელშეკრულება შედგენილია ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე და ინახება მხარეებთან.

ვეთანხმები ხელშეკრულების პირობებს *
Required
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy