სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელს მუშაობას აგრძელებს ეკო კლუბი ,,მწვანე ნაკვალევი/Green Steps" VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის. კლუბის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: 1-მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება; 2- ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; 3-გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის ხელშეწყობა; 4- გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. რეგისტრირებული მოსწავლეები გახდებიან ეკოკლუბის წევრები, კლუბის ფასილიტატორთან ერთად ჩაატარებენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს, მიიღებენ კონკურსებსა და კონფერენციაში მონაწილეიბას. კლუბის შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და გრაფიკი მიეწოდებათ მშობლებს დეტალურად. რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 3 ნოემბერი.