სამეცნიერო კონფერენცია                       "თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022"
     2022 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022”.

     კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრი/მაგისტრატურა/დოქტურანტურა)  სტუდენტებს.

     კონფერენციის მიზანი:
                  - თანამედროვე ეკონომიკური პროცესებისა და გამოწვევების განხილვა;
                  - კვლევების წახალისება;
                  - ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
                  - უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა.

     კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.

     კონფერენცია გაიმართება ონლაინ, Zoom - ის პლატფორმის საშუალებით.

     კონფერენციაში მონაწილეობა და ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.
     
    კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.  

    კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

    შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო კრებულში "თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022".
   

‼️მნიშვნელოვანი თარიღები:
➡️1 აგვისტოს ჩათვლით - მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება.
➡️10 აგვისტო - კონფერენციის შემდეგ ეტაპზე მონაწილე ნაშრომების გამოვლენა;
➡️20 აგვისტო - საბოლოო ნაშრომების წარმოდგენა;
➡️1 ოქტომბერი - კონფერენციის გამართვა, ნაშრომების წარდგენა;
➡️25 ოქტომბერი - კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების ნაშრომების ონლაინ კრებულის გამოცემა.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
conferencegedp2022@gmail.com
Facebook: საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმა
https://www.facebook.com/GeorgianEconomicDevelopmentPlatform
Email *
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy