სამართლის კლუბი - რეგისტრაცია
სალექციო კურსი ატარებს უფროსკლასელთათვის(IX-XII) შემეცნებით ხასიათს საქართველოს კანონმდებლობის,  ცალკეული დარგებისა და დისციპლინების შესახებ. მისი მიმდინარეობის დროს  ძირეულად განიხილება მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის  პრობლემები, ადამიანის ძირითადი საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი. საქართველოს არასრულწლოვანთა კოდექსით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები: არასრულწლოვანთა უფლებები,  მოვალეობები და თავისებურებები  მათი სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის დროს. თეორიული კურსის სწავლების დროს განიხილება საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, პროექტები და სამომავლო ხედვები. გაიმართება დისკუსიები, განიხილება პრაქტიკაში გავრცელებული კაზუსები. ახალგაზრდებს მიეწოდებათ ცოდნა, თუ რას ნიშნავს კანონიერება, მართლწესრიგი, დანაშაული და სასჯელი, ასევე დანაშაულის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები. ჩვენთან დასმული არცერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება. კურსის დასრულებისას ჩვენი მსმენელები მზად იქნებიან საქართველოში ყველაზე ძლიერი იურიდიული სკოლის - თსუ-ს აკადემიურ წრეებთან შესახვედრად.

კურსს გაუძღვება თსუ დოქტორანტი - ია ხახუბია

კლუბის პირველი გაცნობითი შეხვედრა ჩატარდება 12 ოქტომბერს 15:00 საათზე
19 ოქტომბრიდან კი ყოველ შაბათს 15:00 საათზე რეგისტრირებულ უფროსკლასელებს გელით მითითებულ მისამართზე :
ჭავჭავაძის გამზ #1 . თსუ პირველი კორპუსი/უწყვეტი განათლების ცენტრის შენობის მეორე სართული.



Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი გვარი
სკოლა(დასახელება სრულად)
კლასი / ასაკი
საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური და ელ.ფოსტა)
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of TSU. Report Abuse