ჰმმ... აბა დავიწყოთ?;) არ გვჭირდება გაჭირვებით შედგენილი , დავარცხნილი CV, მწავალსლოვანი სამუშაო კულინარიული უმაღლესი განათლება..., არ იქნება დამქანცველი გასაუბრება და ურჩხულის დამარცხება.
ჩვენ ვართ სწრაფი კვების მიმართულება „ბარბარესგან“, სადაც უბრალო, გულიანი და თბილი ადამიანების გუნდი მუშაობს და ასევე ვეძებთ თბილ და გულიან ადამიანებს , რომელმაც შესაძლოა რამე არ იცოდე, მაგრამ აქ ვართ და ერთად ყოფნით როგორმე შევამაგრებთ ერთმანეთს; თუ გეცოდინება პროდუქტების დამუშავება, თუ შეფს მოუსმენ და მის დავალებას მეორეჯერ დამოუკიდებლად შეასრულებ და პროცესებში ბოლომდე ჩაერთვები ეგ არის.
საქმიანობა ასეთია : ვმუშაობთ სიყვარულით და მონდომებით. დიდ დროს ვუთმობთ პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მომზადებას, იმისთვის , რომ კერძი გემრიელი და ხარისხიანი ავაწყოთ .
როცა საქმე სიყვარულით კეთდება სტუმრებიც თბილად გვაფასებენ და მადლობას გვიხდიან. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია და საქმის უფრო კარგად კეთების მოტივაცია.
შენი ხელმძღვანელი საკმაოდ მზრუნველი და აქტიური მრავალშვილიანი ოჯახია, არ შეუძლია ესე ჰაერზე მიატოვოს ოჯახის წევრი, რადგან მათთვის ეს რესტორანი შვილივით არის, ამიტომ შეგიძლია გვერდში გეგულებოდეს, ამ ყველაფერს მარტივად აითვისებ, მე გპირდები;)
ანაზღაურება? 900 ლარიდან, გააჩნია შენს მონდომებას. სამწუხაროდ არ გვაქვს ძალიან დიდი ანაზღაურება. მთავარი რასაც ჩვენ დავეძებთ ანთებული თვალები და შიგნიდან მომავალი სითბოა, რომელიც ყველა ჩენგანშია, თუ ძალით არ შევაკავეთ :)
მოეშვი, ბევრი არ იფიქრო, ეს არ არის გამოცდა, არაფერს კარგავ. გულით დაწერე ის, რასაც ფიქრობ:) იცოდე, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ, წარმატება!..*