ტრენერთა ტრენინგი
"ტრენერთა ლაბორატორია" "წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით აცხადებს მონაწილეების მიღებას "Online ტრენერთა ტრენინგზე".

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს გაიგოს:
* როგორ გადააქციოს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ტრენინგ მოდულად
* როგორ შექმნას Online ტრენინგის მოდული?
* Online სწავლების უპირატესობები
* რომელი მეთოდი არის ყველაზე შესაბამისი ტრენინგის მიზნის მისაღწევად?
* ახალი ციფრული ინსტრუმენტების შესახებ
* მიიღოს პრაქტიკა და ინდივიდუალური უკუკავშირი ტრენერებისგან

აღნიშნულ ტრენინგზე გექნება შესაძლებლებლობა:
* დაგეგმო და ჩაატარო ტრენინგი
* გატესტო მიღებული თეორიული ცოდნა
* მონაწილეებისა და ტრენერებისგან მიიღო დეტალური ინდივიდუალური უკუკავშირი და გაუმჯობესების გზები
* მიიღო საჭირო სასწავლო მასალებზე სრული წვდომა

ტრენინგის მთავარი საკითხებია:
ონლაინ ინსტრუმენტების მოძიება და ეფექტურად გამოყენება
ინტერაქტიული პრეზენტაციების მომზადება
Online vs აუდიტორული მეცადინეობა
ონლაინ ინსტრუმენტებთან მუშაობის ტექნიკური უნარები
რისკებისა და კონფლიქტების მართვა
რთულ მონაწილეთა მართვის ტექნიკები
ტრენინგისა და სესიების დაგეგმვა
სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები
უკუკავშირის სტრუქტურა და მისი სწორად მიღების ტექნიკები

ტრენინგი სრულად მიმდინარეობს ინტერაქციულ რეჟიმში და დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური აქტივობებით,. ტრენინგი ჩატარდება Zoom - პლატფორმის გამოყენებით. ტრენინგს წარუძღვებიან „ტრენერთა ლაბორატორიის“ ტრენერები: ნიკა გაბლიშვილი და ნინო სალაძე.
ტრენინგის ღირებულება: 245 ლარი.

ტრენინგის დაწყების თარიღი: 6 აპრილი
შეხვედრების რაოდენობა: 10
სესიები გაიმართება ყოველ სამშაბათ და ხუთშაბათ საღამოს 19:00 - 22:00 სთ-მდე

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 31  მარტი,  18:00.

კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.
საკონტაქტო ინფორმაცია:  ნინო სალაძე -  saladze.nino@gmail.com – 598 97 99 09


Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ტელეფონის ნომერი *
ელ. ფოსტა *
უნივერსიტეტი *
ფაკულტეტი *
რომელ წელს დაასრულეთ "წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი"?
სამუშაო ადგილი / თანამდებობა
გაქვთ ტრენერობის გამოცდილება? თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ დაწეროთ რა სახის. *
ონლაინ სწავლების რა სირთულებს შეხვედრიხართ? *
გთხოვთ მონიშნოთ ქვემოთ მოცემული პასუხებიდან ერთ-ერთი *
კი
არა
მაქვს კამერა და მზად ვარ ჩავრთო სესიებზე
მაქვს მიკროფონი
მაქვს კომპიუტერი
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy