გამოკითხვა ენერგეტიკული მონაცემების საჭიროების შესახებ

მოგესალმებით,

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გეგმავს სტატისტიკური პორტალის შექმნას, სადაც განთავსებული იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები/ინფორმაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორების შესახებ.  

პორტალის შექმნის მიზანია კომისიაში თავმოყრილი საჯარო ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იყოს მარტივად, დროულად და მოსახერხებელი ფორმატით.

სტატისტიკური პორტალის პოტენციურ მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების, მოლოდინების, სტატისტიკური ინფორმაციის სახეებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, შემუშავდა კითხვარი. გამოკითხვის შედეგები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული პორტალის შემუშავების პროცესში. 

კითხვარის შევსებისათვის დაგჭირდებათ მაქსიმუმ 5-10 წუთი.

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი 2024 წლის 23 აპრილის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: monitoring@gnerc.org 

მადლობა თანამშრომლობისათვის!

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

Sign in to Google to save your progress. Learn more
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy