შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა
და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით 7 მარტს, 16:30 საათზე
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური
კომპანია ACT-ის თანადამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, თინათინ რუხაძის საჯარო ლექცია თემაზე: ტრანსფორმაციული ლიდერობა — ACT-ის გლობალური გამოცდილება.
თინათინ რუხაძის ხელმძღვანელობით ACT პატარა
ქართული საკონსულტაციო ფირმიდან გლობალურ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც დღეს 3 კონტინენტზე,
35 ქვეყანაში ოპერირებს. თინათინს აქვს თსუ-ს ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი და გრენობლის
ბიზნეს სკოლის MBA მენეჯმენტ კონსალტინგის სპეციალიზაციით.
თინათინი, ასევე, აქტიურად არის ჩართული
საზოგადოებრივ საქმიანობაში: მენტორობს ახალგაზრდა და ქალ მეწარმეებს, მონაწილეობს
ანგელოზ-ინვესტორობის პროექტებში; საჯარო გამოსვლებით ხელს უწყობს ბიზნესსა და ლიდერობასთან
დაკავშირებული ცოდნის გავრცელებას.
დრო: 2025 წლის 7 მარტი, 16:30 საათი
ადგილმდებარეობა: ბიბლიოთეკა, შეხვედრების ოთახი, B ბლოკი