„ელექტრონული ნდობის ყუთით“ (შემდგომში - ნდობის ყუთი) სარგებლობა შეუძლია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს, კურსდამთავრებულსა და ბტუ-ში დასაქმებულ ყველა პირს.
„ნდობის ყუთის“ მეშვეობით ბტუ-ს სტუდენტებს, ბტუ-ს კურსდამთავრებულებსა და ბტუ-ში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ ანონიმურად ან ვინაობის დაფიქსირებით ბტუ-ს შეატყობინონ მათი კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტის შესახებ (ამ შემთხვევაში აუცილებელია განცხადების ავტორის ვინაობის მითითება), ბტუ-ს შესთავაზონ რეკომენდაციები/წინადადებები, წარმოადგინონ საპრეტენზიო და სარეკომენდაციო განცხადებები და სხვ.
„ნდობის ყუთით“ ინფორმაციის გაგზავნისთვის გამოიყენება მხოლოდ ბტუ-ს კორპორატიული ელ.ფოსტა (***@
btu.edu.ge).
დაუშვებელია არაკორექტული ფორმისა და შინაარსის ინფორმაციის გაგზავნა (არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, სხვა პირის პირადი/კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროება, არაეთიკური ან ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.).
ყველა განცხადება/რეკომენდაცია/სხვა უნდა იყოს ლაკონური, დასაბუთებული და კორექტული. დაუსაბუთებელი ან არაკორექტული განცხადებები/რეკომენდაციები/სხვა განხილვას არ ექვემდებარება. ასევე, არ განიხილება ანონიმური საპრეტენზიო განაცხადი, რომელიც ეხება პირის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის ფაქტს. უკუკავშირის მისაღებად აუცილებელია გზავნილის ავტორმა მიუთითოს საკუთარი ვინაობა და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
„ნდობის ყუთი“ იხსნება ყოველთვიურად (თვის მეოთხე კვირის დასასრულს) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, რომელიც განიხილავს შემოსულ ინფორმაციას და პრობლემის გადაჭრის ან რეკომენდაციის განხილვის მიზნით უკავშირდება შესაბამის სამსახურს.
ბტუ უზრუნველყოფს გზავნილის ავტორის ანონიმურობას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გზავნილის ავტორი ადასტურებს საკუთარი ვინაობის გასაჯაროებაზე თანხმობას, განცხადებიდან იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.