სოციალური საღამოების სერია: უნარ-შესაძლებლობების განვითარება ახალგარდებში

CENN და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ეს წალკაა ფარგლებში გიწვევთ უნარ-ჩვევების გაძლიერებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ონლაინ საგანმანათლებლო სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად.

2021 წლის 14-29 სექტემბერი, შემოუერთდით ონლაინ სოციალური საღამოების სერიებს, რომელიც ფოკუსირებულია ახალგაზრდებში თანამედროვე უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე, კარიერულ განვითარებაზე, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ცნობიერების დონის ამაღლებაზე.

ონლაინ სოციალური საღამოების ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ შემდეგ სესიებს:
15 სექტემბერი - თვითმენეჯმენტი და რბილი უნარები - 18:00 საათი
16 სექტემბერი - კვლევითი უნარები და ახალი ინფორმაციის მოძიება - 17:00 საათი
17 სექტემბერი - კარიერული განვითარება (სივი, მოტივაცია, გასაუბრება) - 17:00 საათი
20 სექტემბერი - ფრილანსინგი და ფინანსური მენეჯმენტი - 19:00 საათი
21 სექტემბერი - კოვიდ სამყარო - ონლაინ კარიერა და განვითარება (კონტენტის მენეჯმენტი) - 18:00 საათი
22 სექტემბერი - პროექტების წერა და მენეჯმენტი - 17:00 საათი
23 სექტემბერი - კომუნიკაციები და მოლაპარაკებები, კრიზისების მართვა - 17:00 საათი
24 სექტემბერი - სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა - 18:00 საათი
27 სექტემბერი - დეზინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება - 19:00 საათი
28 სექტემბერი - ლიდერობა და საჯარო გამოსვლები - 18:00 საათი
29 სექტემბერი - კრეატიულობა და ინოვაციურობა - 18:00 საათი

სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 სექტემბერი, 15:00 საათი.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

Sign in to Google to save your progress. Learn more
Email *
სახელი გვარი / Full Name *
ტელეფონის ნოემრი / Moblie *
მუნიციპალიტეტი / Municipality *
მისამართი / Address *
დღე რომელზეც გსურთ დასწრება *
Required
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy