ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის
თქვენ ავსებთ ელექტრონულ საგრანტო განაცხადს პროექტისთვის "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის".

პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას.პროექტი ხორციელდება ოთხ სამიზნე თემში: რიყე (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), მუჟავა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მერეთი (გორის მუნიციპალიტეტი) და კაზრეთი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი).

პროექტის საგრანტო კომპონენტი მხარს უჭერს ახალგაზრდულ იდეებს, რომელთა განხორციელებაც პასუხობს სამიზნე თემის პრობლემებს და ისახავს მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაჭრის გზებს.

პროექტის მონაწილე ახალაგაზრდებმა, ოთხივე სამიზნე თემში (რიყე, მუჟავა, მერეთი, კაზრეთი) შეისწავლეს თემში ახალგაზრდების და სხვა წევრების საჭიროებები, გამოკვეთეს არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის მიზნით.

ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სამოქმედო პრიორიტეტული მიმართულებებია:

1) ახალგაზრდების მონაწილეობა
2) გენდერული თანასწორობა
3) მშვიდობა და უსაფრთხოება
4) ხელმისაწვდომობა ახალგაზრდულ რესურსებზე/სივრცეებზე

ვის შეუძლია  განაცხადის წარმოდგენა?

სამიზნე თემებში (რიყე, მუჟავა, კაზრეთი, მერეთი) მცხოვრები ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებს;
საინიციატივო ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი წევრისგან;
საინიციატივო ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ 14-29 წლის.

საპროექტო იდეა უნდა განხორციელდეს სამიზნე თემებში (რიყე, მუჟავა, კაზრეთი, მერეთი) და შეესაბამებოდეს ახალგაზრდების სამოქმედო გეგმების პრიოტიტეტებს (ახალგაზრდების მონაწილეობა, გენდერული თანასწორობა, მშვიდობა და უსაფრთხოება,  ხელმისაწვდომობა ახალგაზრდულ რესურსებზე/სივრცეებზე). პროექტები უნდა განხორციელდეს 2022 წლის 31 ოქტომბრამდე.

პროექტის შესარჩევი ეტაპები:  

1: საპროექტო განაცხადების შევსება და მათი შეფასება;
2: საინიციატივო ჯგუფებთან ონლაინ ინტერვიუ;
3: ფინალისტი საინიციატივო ჯგუფების გამოვლენა და ტრენინგი პროექტების სრულყოფის მიზნით;      
4: ფინალური პროექტების გამოგზავნა;
5: პროექტების დაფინანსება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 4 აპრილი.

Sign in to Google to save your progress. Learn more
საინიციატივო ჯგუფის ლიდერის სახელი და გვარი *
საინიციატივო ჯგუფის ლიდერის ასაკი *
საინიციატივო ჯგუფის ლიდერის ელ.ფოსტა *
საინიციატივო ჯგუფის წევრების სახელი და გვარი *
პროექტის სახელმწოდება *
გთხოვთ, მონიშნეთ, რომელ პრიორიტეტულ მიმართულებას შეესაბამება თქვენი პროექტის იდეა. *
გთხოვთ, მონიშნოთ თემი, რომელშიც გეგმავთ იდეის განხორციელებას. *
გთხოვთ, აღწერეთ თქვენი საინიციატივო ჯგუფის იდეა, იდეის მიზანი და შედეგი, რისი მიღწევაც გსურთ. *
თემში არსებული რა პრობლემის გადაჭრა გსურთ? *
როგორ გადაჭრით ამ პრობლემას თქვენი იდეის მეშვეობით და რა ცვლილებას მიაღწევთ? *
ვინ მიიღებს სარგებელს თქვენი იდეის განხორციელებით? *
რა სახის რესურსი გაქვთ და გჭირდებათ თქვენი იდეის განხორციელებისთვის?(აქ შეგიძლიათ მიუთითოთ, მაგალითად, ნივთები ან მომსახურება, რომლის შესყიდვაც გჭირდებათ) *
რა ბიუჯეტი დაგჭირდებათ თქვენი იდეის განსახორციელებლად? (გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი ოდენობა ლარებში) *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy