აგროინოვაციების აქსელერაციის პროგრამა | საინფორმაციო შეხვედრა მესტიაში
სტარტაპ ბიურო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებს სოფლის მეურნეობა, აგროინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები და ვინც ცხოვრობს ან წარმომავლობით არის შემდეგი რეგიონებიდან:
- აჭარა
- გურია
- იმერეთი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი


Პროექტი საშუალებას გაძლევს, გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთდღიან ინტენსიურ ბანაკში (bootcamp), რომელშიც წარმატების შემდეგ შანსი გექნება, ორთვიან აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთო.

აქსელერაციის პროგრამა საშუალებას მოგცემს, მჭიდროდ იმუშაო გამოცდილ მენტორებთან და ტრენერებთან, განავითარო სოფლის მეორნეობასთან დაკავშირებული შენი ინოვაციური ბიზნეს იდეა და წარადგინო ის ჟიურის წინაშე.

გამარჯვების შემთხვევაში კი (გამოვლინდება ორი გამარჯვებული გუნდი), მიიღებ ინვესტიციის შანსს იდეის განსახორციელებლად და ასევე, გაემგზავრები საბერძნეთში ინვესტორებთან, პარტნიორებთან და პოტენციურ კლიენტებთან შესახვედრად. იქ კი საშუალება გექნება, საკუთარი წამოწყება მსოფლიოს გააცნო!


Პროექტი ტარდება Future Agro Challenge-ის ფარგლებში. Future Agro Challenge საერთაშორისო პლატფორმა და შეჯიბრია, რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, აგროპრენერების, ფერმერების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.


ეს ყველაფერი მიმზიდველი ჩანს, მაგრამ მაინც უამრავი შეკითხვა გაქვს?
ზუსტად ამიტომ ტარდება საინფორმაციო შეხვედრა მესტიაში. Შემოგვიერთდი 19 აგვისტოს, 11:00 საათზე, კოლეჯ "თეთნულდში" (ერეკლე ფარჯიანის 25) და გაიგე ყველაფერი, რაც წარმატებულ მონაწილეობაში დაგეხმარება.

მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდი აქ: 
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ელ. ფოსტა *
მობილურის ნომერი *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Startup Büro. Report Abuse