თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე
ძვირფასო მეგობრებო,
მოსწავლეებო - უმცროს და უფროსკლასელებო, მასწავლებლებო, მშობლებო, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გიწვევთ დისტანციურ ღია კარის დღეზე 8 ოქტომბერს 15:00 საათზე(რეგისტრაცია 23 სექტემბერი - 6 ოქტომბერი)!
თქვენ გაეცნობით თსუ-ის „საბავშვო უნივერსიტეტს“, ჩვენი პროექტების თემატიკას, მუშაობის სტილს, წლევანდელ გეგმებს.
პროფორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის, „პროფორიენტირი“, ფარგლებში გამოგზაურებთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე, გაგაცნობთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც მომავალი პროფესიის არჩევაში დაგეხმარებათ.
იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენი ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილება, გთავაზობთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (ერთვის თან), სადაც აღნიშნავთ: რა გაინტერესებთ, რომელ საკითხზე/ებზე გინდათ მოისმინოთ ინფორმაცია, რომელი პროფესიის არჩევას,
რომელი სპეციალობის დაუფლებას გეგმავთ, რომელ აქტუალურ საკითხებზე გინდათ განხილვასა თუ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება.
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გვეწვიეთ დისტანციურ ღია კარის დღეზე!
საუკეთესო სურვილებით,
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი გვარი *
ასაკი *
კლასი *
მუნიციპალიტეტი *
სკოლა (დასახელება სრულად) *
თქვენი ინტერესის სფერო | მსურს მეტი ვიცოდე (რის შესახებ?) (მიუთითეთ საგანი, დარგი, მეცნიერება) *
თქვენი სასურველი მომავალი პროფესია (მსურს გავხდე ) *
საკონტაქტო ელ.ფოსტა (აუცილებელია) *
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (აუცილებელია) *
მიუთითეთ თქვენთან საკონტაქტო ნებისმიერი სხვა საშუალება (Facebook | Instagram | Messenger | Twitter ) ასეთის არსებობის შემთხვევაში ( პერსონალური ლინკი / Nicknames)
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of TSU. Report Abuse