სარეგისტრაციო ფორმა - სატყეო სკოლა 2022
მოგესალმებით,

მადლობას გიხდით სატყეო სკოლით დაინტერესებისთვის.

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და ტყის დაცვით  დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სატყეო სკოლის პროგრამაში და გაიღრმავებენ ცოდნას ამ მიმართულებით.

სატყეო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
იყო IX-XII კლასის მოსწავლე;
გაინტერესებდეს ტყის ეკოსისტემა;
შეგეძლოს კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენი შეხვედრებისთვის;
გქონდეს წვდომა ინტერნეტთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, შეხვედრები გაიმართება ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს 16:00-დან 18:00 საათამდე.

სკოლის ფარგლებში გაეცნობით როგორც ტყესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, ასევე განივითარებთ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს და რაც მთავარია, შეიძენთ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროგრამის ფარგლებში მიიღებთ ცოდნას შემდეგი თემების შესახებ:

✅  საქართველოს ტყეები და მისი მნიშვნელობა გლობალურ დონეზე 
✅ ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში
✅ ტყის ტიპები/ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები, მერქნული და არამერქნული რესურსები, მავნებლები

ტყის მდგრადი მართვის პრინციპები

✅ ტყის ბიომრავალფეროვნება
✅ კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე, ბუნებრივი საფრთხეები
✅ ტყის ხანძრები

✅ ტყის მერქნიან სახეობათა თესლის წარმოება/ტყის აღდგენა-გაშენება
✅ ენერგოეფექტურობა, ალტერნატიული საწვავი როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა
✅ დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი ✅ ტყეზე მონიტორინგისა და კანონ აღსრულების მექანიზმები, ტყის ჭრის აღრიცხვიანობა ✅მეტყევის პროფესია, სატყეო განათლება, დასაქმების სექტორები ✅  მედიაწიგნიერება
გარდა თეორიული ნაწილისა, სასწვლო კურსი მოიცავს საველე პრაქტიკულ გასვლებს.

სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.  და რაც ყველაზე მთავარია, გახდებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მეგობრები.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, სატყეო კოლის მოსწავლის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ 3 გაცდენა.

განაცხადების მიიღების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით:
ქეთევან ორველაშვილს (ტელ: 577 95 18 51, ელფოსტა: ketevani.orvelashvili@eiec.gov.ge)
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი *
გვარი *
ასაკი *
სკოლა *
კლასი *
საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი/სოფელი) *
გქონიათ თუ არა შეხება სატყეო საკითხებთან? *
არსებობის შემთხვევაში ჩამოთვალეთ ის ტყესთან დაკავშირებული პროექტები/აქტივობები, რომელშიც მონაწილეობა მიგიღიათ *
თქვენი აზრით, რატომ უნდა შეგარჩიოთ პროექტისთვის თქვენ? *
დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ, რაც უნდა ვიცოდეთ *
მოკლედ აღწერეთ, როგორ შეძლებთ სატყეო სკოლაში მიღებული გამოცდილების გამოყენებას *
საკონტაქტო ტელეფონი *
ალტერნატიული საკონტაქტო პირი და საკონტაქტო ტელეფონი *
ელ.ფოსტა *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy