ფორუმის ევროპელი მოხალისეების ვორქშოფები მოსწავლეებისათვის
მოგესალმებით,

როგორც თქვენთვის ცნობილია, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მასპინძლობს ორ მოხალისეს ესპანეთიდან, ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში.

სხვა საქმიანობასთან ერთად,  მოხალისეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან და მათ მოსწავლეებთან აქტიური მუშაობა არაფორმალური განათლების მიდგომებზე დაყრდნობით.

მიმდინარე ეტაპზე ჩვენს მოხალისეებს - ლაურა ბერენგერსა და ბრუნო ნოვოს მომზადებული აქვთ 3 ვორქშოფი და მოუთმენლად ელიან თქვენთან შეხვედრას.

წარმოგიდგენთ ვორქშოფების მოკლე აღწერას:

I -  "ესპანური კულტურა - ზოგადი განათლების მოდელი ესპანეთში" - ამ ვორქშოფისას ბრუნო და ლაურა გესაუბრებიან თავი რეგიონებზე - ანდალუსიასა და გალისიაზე, მის კულტურასა და ტრადიციებზე, ასევე გაგაცნობენ ზოგადი განათლების ესპანურ მოდელს, სწავლების მეთოდოლოგიასა და სტრუქტურას. (შეხვედრა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ)

II - როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება და ვიყოთ წარმატებულები (CV-სა და სამოტივაციო წერილს დაწერის ტექნიკები)

III - "საერთაშორისო შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის" - ეს ვორქშოფი ემსახურება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას მოსწავლეებში. (შეხვედრა შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ)

IV -  ევროპის კავშირი - მთავარი ბენეფიტები, რა შეუძლია მას გააკეთოს შენთვის?  

ვორქშოფები წარიმართება ინგლისურ ენაზე და გათვლილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.

თუ გსურთ თქვენს სკოლაში იხილოთ ჩვენი მოხალსეები, აუცილებლად შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაციის ფორმა და მონიშნეთ სასურველი ვორქშოფი.

მოუთმენლად ველით თქვენს აქტიურობას,

ფორუმის გუნდი
Sign in to Google to save your progress. Learn more
სამოქალაქო განათლების პედაგოგის სახელი და გვარი *
სკოლა, რომელშიც ასწავლით *
თქვენი ტელეფონის ნომერი *
ელექტრონული ფოსტა *
ხართ, თუ არა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი? *
სასურველი ვორქშოფი, რომელიც გსურთ თქვენს სკოლაში ჩატარდეს (ონლაინ ან ფიზიკურად) *
Required
გთხოვთ მიუთითოთ ვორქშოფის ჩატარების სასურველი თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
გთხოვთ მიუთითოთ ვორქშოფის ჩატარების სასურველი დრო *
Time
:
რას მისცემს თქვენს მოსწავლეებს აღნიშნულ ვორქშოფში მონაწილეობა? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy