სასტიპენდიო პროგრამა მონაცემთა კომუნიკაციაში!
ფორსეტი აცხადებს მონაცემთა კომუნიკაციის ქართულენოვან სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას.

თუ ჟურნალისტი ან სამოქალაქო აქტივისტი ხარ, თუ გაინტერესებს მონაცემების გამოყენებით ამბის თხრობა, არჩევნების თემატიკა და მიმდინარე მოვლენების მონაცემებით გაშუქება, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.

3 თვის განმავლობაში ფორსეტის გამოცდილი ტრენერებისგან ისწავლი მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და ვიზუალიზაციის ტექნიკებს. ასევე, მენტორების დახმარებით, იმუშავებ შენს ამბავზე და პრაქტიკაში გამოიყენებ ახალ ცოდნას. სასწავლო პროგრამის განმავლობაში შექმნი  მონაცემებზე დაფუძნებულ ორ ამბავს, როგორიცაა სტატიკური თუ ინტერაქტიული ინფოგრაფიკა, ანიმაცია, მულტიმედიური ამბავი, და სხვ.  

სასწავლო კურსი შედგენილი იქნება შემდეგი მოდულებისგან:

- მონაცემების მონაცემების მოპოვების გზები;
- მონაცემების გასუფთავება და დამუშავება;
- მონაცემების ანალიზი google spreadsheet-ის გამოეყენებით;
- დიაგრამის ტიპები;
- დიზაინის პრინციპები მონაცემების ვიზუალიზაციისთვის (ბადე, ფერები, ტექსტი);
- გრაფიკული პროგრამები (ილუსტრატორი, ფოტოშოპი);
- ინტერაქტიული ვიზუალიზაციის ხელსაწყოები (Flourish, Datawrapper, სხვ.)
- სხვ.

სასწავლო პროგრამა იყოფა ორ ნაწილად:

- ფიზიკურ სივრცეში ტრენინგი (აპრილის მეორე ნახევარი)
- ონლაინ მენტორობა ამბების შესაქმენლად (მაისი-ივნისი)

*სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებისა და მონაცემთა ამბის მედიაში გამოქვეყნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებზე გაიცემა ერთჯერადი სტიპენდია $1000 ოდენობით (გადასახადების ჩათვლით). 

ეს პროგრამა შენთვისაა, თუ:

- ხარ ჟურნალისტი, კომუნიკაციების სპეციალისტი, აქტივისტი, დიზაინერი, დეველოპერი, რომელიც აქტიურადაა ჩართული აქტივისტურ და მედია საქმიანობაში;
- შეგიძლია ან დაინტერესებული ხარ ამბის თხრობითა და სტატიების წერით;
- შეგიძლია გამოყო საშულოდ 5-8 საათი კვირაში, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, 2 თვის განმავლობაში.
- გაქვს სურვილი, იმუშაო ამბებზე, რომელიც ეხება არჩევნებს, გამჭვირვალობას, დემოკრატიას, პოლიტიკას, ან ეკონომიკას;
- არ მიეკუთვნები არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და რელიგიურ ორგანიზაციას.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები შეუერთდებიან ფორსეტის მონაცემთა კომუნიკაციის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელს, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 100-ზე მეტ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს 12 ქვეყნიდან. ქსელის წევრებისთვის ხელმისაწვდომია მცირე გრანტები, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია მონაცემებზე დაფუძნებული ამბების შექმნისთვის, დამატებითი სასწავლო კურსის გავლისა და კონფერენციაზე დასწრებისთვის,  სხვადასხვა პროექტისთვის და ა.შ.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 1 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: mariam@forset.ge 
სახელი და გვარი *
რატომ გინდათ პროექტში მონაწილეობა? *
რა ცოდნის/გამოცდილების მიღების იმედი გაქვთ კურსის განმავლობაში, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებთ? *
რა პროფესიის ხართ? *
რომელ ორგანიზაციას წარმოადგენთ? რა არის თქვენი როლი ამ ორგანიზაციაში? *
შეძლებთ, გამოყოთ 5-8 საათი კვირის განმავლობაში სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის? *
ხომ არ არსებობს რაიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ პროგრამაში მონაწილეობაში? თუ კი, რა არის ეს? *
გაქვთ მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ბმულები (პუბლიკაციები, ფაილები Google Drive-ში და სხვა) *
გაქვთ ამბის თხრობისა და სტატიების წერის გამოცდილება? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ბმულები (პუბლიკაციები, ფაილები Google Drive-ში და სხვა) *
ვიზუალიზაციის შექმნის რა გამოცდილება გაქვთ? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ბმულები (პუბლიკაციები, ფაილები Google Drive- ში და სხვა) *
თქვენი ელ. ფოსტა *
თქვენი ტელეფონის ნომერი *
სოციალური მედიის პირადი ანგარიშების ბმულები (Facebook, Twitter, LinkedIn, other): *
როგორ გაიგეთ ამ პროგრამის შესახებ? (გთხოვთ, რაც შეიძლება კონტრეტული პასუხი გაგვცეთ) *
რამის დამატება ხომ არ გსურთ?
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of ForSet. Report Abuse