პრე-აქსელერატორის პროგრამა სამეგრელოს რეგიონისთვის

🚀 პრე-აქსელერაციის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში , განსაკუთერებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სტარტაპ და ინოვაციური ეკო-სისტემის , ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ ჩართულობას ინოვაციური სტარტაპ იდეების გენერირებასა და განხორციელებაში.

🎯 ასევე ხელი შეუწყოს:

➡ მონაწილეებს სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისა და  პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში, საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე.

➡ რეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარებას

➡ ახალგაზრდა ინოვატორებს შორის მყარი კავშირების გაჩენას და მათთვის კოლაბორაციის უპირატესობების დემონსტრაციას წარმატებული სტარტაპების მაგალითზე

➡ რეგიონებში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდასა და  პრე-აქსელერატორის პროგრამის შემდგომ, კურსდამთავრებულების სააგენტოს საგრანტო პროგრამისთვის - ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის (25 000 ლარამდე) მომზადებასა და მონაწილეობის მიღებას 

👉 პრე-აქსელერაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სამეგრელოში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში,  მცხოვრებ 16 წლის ზემოთ ასაკის, ახალგაზრდა ანტრეპრენერებს, ან პირებს რომელთაც სურთ თავიანთი ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება.

🚀 პროგრამა დასრულდება დემო დღით, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს წარადგენენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლების წინაშე, სადაც მიიღებენ დეტალურ უკუკავშირს, თავიანთ პროექტებზე 25 000 ₾-იან საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, ასევე დაინტერესებული მხარეების და პოტენციური ინვესტორების წინაშე. 

 👉პროგრამაზე შერჩევის კრიტერიუმები: 

- იდეის ინოვაციურობა (ინოვაციურ მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.)  - 10 % 

- სტარტაპ იდეის რეალისტურობა, განხორციელებადობა - 10 % 

- პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია - 80 % 

✅ პროგრამა იყოფა 4 ძირითად ნაწილად:

1. იდეების გენერირება - იდეების გენერირების პროცესის ხელშეწყობა, შემოქმედებითი აზროვნების, აზროვნების დიზაინის მიმართულებით ტრენინგები

2. ვალიდაცია -  შექმნილი იდეების პროტოტიპირების, პროდუქტის ბაზარზე მორგების და ტესტირების ტექნიკების შესწავლა და განხორციელება, პროგრამის შიდა მცირე დაფინანსების ფარგლებში

3. ფინანსების მოძიება - სტარტაპის ფინანსები, ბიუჯეტირება და საგრანტო განაცხადის მომზადება, განსაკუთრებული აქცენტი GITA-ს საგრანტო პროგრამაზე - ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის (25 000 ლარამდე), მისთვის მომზადება და განაცხადების წარდგენა მონაწილეთა მზაობიდან გამომდინარე 

4. საინვესტიციო პიჩის მომზადება - პიჩინგის ტრენინგები, საინვესტიციო შეთავაზების მომზადება

📅 პროგრამა დაიწყება: 12 მაისიდან

📅 პროგრამა დასრულდება: 9 ივნისს დემო დღით 

📍 ლოკაცია: ზუგდიდის ტექნოპარკი

📋 სამუშაო ენა: ქართული

 ✅რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://bit.ly/3AHCKyN

✅ რეგისტრაციის ვადა: 9 მაისის 00:00 საათი

🎯 პროგრამა ხორციელდება USAID ის დაფინანსებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობის ფარგლებში

✅ პროგრამას ახორციელებს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ქლევერტონი

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
თქვენი ასაკი (16 +) *
მობილური ტელეფონის ნომერი *
ალტერნატიული საკონტაქტო ნომერი *
ელ-ფოსტა *
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი საცხოვრებელი ქალაქი/სოფელი/დაბა *
გაქვთ სტარტაპის იდეა ?  *
გთხოვთ მოკლედ აღწერეთ თქვენი იდეა (არსებობის შემთხვევაში) ან დაწერეთ რა მიმართულებით გსურთ მუშაობა (მაქს. 100 სიტყვა)
გყავთ გუნდი ? *
გუნდის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითეთ გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია: 
1) სახელი და გვარი 
2) საკონტაქტო ნომერი და მეილი
3) როლი გუნდში და გამოცდილება
როგორ დაგეხმარებათ პრე-აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობა თქვენი იდეის განვითარებაში ?  *
გაქვთ თუ არა ინფორმაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 25 000₾-მდე საგრანტო პროგრამის: "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" შესახებ და თუ განიხილავთ მონაწილეობის მიღებას ?  *
წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, აცხადებთ მზაობას პრე-აქსელერაციის პროგრამის ყველა აქტივობაში ჩართვის შესახებ 5 კვირის განმავლობაში მაისი-ივნისის პერიოდში (კვირაში 3 დღე ტრენინგები, კვირის განმავლობაში ონლაინ მენტორშიპ სესიები და ა.შ.)  *
Required
წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, ეთანხმებით თქვენი პირადი მონაცემების პროგრამის ორგანიზატორებთან და დონორთან გაზიარებას *
Required
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy