შემოქმედებითი მასტერკლასი - წერის არქიტექტურა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სილქნეტის ერთობლივი პროექტი "შემოდგომის ლეგენდა" წარმოგიდგენთ შემოქმედებით მასტერკლასს -  წერის არქიტექტურა.  
კურსი საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ თანამედროვე, ქართული ლიტერატურის წარმოამდგენლები და მათგან მიიღოთ უკუკავშირი, გაანალიზოთ თქვენი ნამუშევრები და დახვეწოთ ხელწერა, მოისმინოთ პრაქტიკული მაგალითების განხილვა და თავად ჩაერთოთ ლიტერატურულ გამოწვევაში.

წელს მასტერკლასის ტრენერები არიან: ანნა კორძაია - სამადაშვილი, დავით გაბუნია, ზაალ ჩხეიძე.

ტრენინგში მონაწილეობისთვის შეავსეთ აღნიშნული აპლიკაცია, რომელიც მოიცავს საკონტაქტო ინფორმაციას და დავალებებს.

შემოსული აპლიკაციებიდან ჟიური შეარჩევს 12 მსურველს, რომლებიც 7 აგვისტოს მთელდღიან ტრენინგს დაესწრებიან, ხოლო შემდეგ, პრაქტიკული უნარების გავარჯიშებისთვის 10 დღიან ლიტერატურულ გამოწვევაში ჩაერთვებიან.

აპლიკაციები მიიღება 1 აგვისტოს ჩათვლით.

ტრენგთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ნინო კალანდია - 577 211 312
მაკა სეხნიაშვილი - 577 57 18 16
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი *
გვარი *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
საკონტაქტო ტელეფონი *
ელ.ფოსტა *
უნივერსიტეტი, მიმართულება, კურსი *
დავალება #1 *
დაასრულეთ შემდეგი შედარება - ცხოვრება LEGO-ს ჰგავს...
დავალება #2 *
დასაწყისი ნებისმიერ ლიტერატურულ ნაწარმოებში უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად ამისა, ყველა ზღაპარი მაინც ერთნაირად - „იყო და არა იყო რა“-თი იწყება, რაც ბანალურია და ნაკლებ ინტერესს იწვევს. დაწერეთ ერთი წინადადება, თუ როგორ დაიწყებდით კონკიას წერას მისი შინაარსის შეუცვლელად ისე, რომ ეს ზღაპარი დასაწყისიდანვე ჩამთრევი ყოფილიყო.
დავალება #3 *
მუზეუმებში არსებული ტილოებისა და ექსპონატების უმეტესობის აღწერა ხშირად მშრალი, ფაქტებით დახუნძლული და მოსაწყენია. ამის გამო, ადამიანთა დიდი ნაწილი ყურადღებას არ აქცევს ტექსტებს და მხოლოდ ექსპონატებს ათვალიერებს. წარმოიდგინეთ, რომ გაიხსნა მუზეუმი, სადაც მხოლოდ ერთი ექსპონატი იქნება და თქვენ მისი აღმწერი ტექსტის დაწერა დაგავალეს. დაივიწყეთ რეალური ავტორი, ნამუშევრის რეალური სახელწოდება, შექმნის წლები, თუ რეალური ფაქტები მის შესახებ და ერთი აბზაცის მეშვეობით აღწერეთ ეს ტილო ერთექსპონატიანი მუზეუმისათვის.
Captionless Image
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of TSU. Report Abuse