შეავსე და შემოგვიერთდი!
ჰმმ... აბა დავიწყოთ?;)  არ გვჭირდება გაჭირვებით შედგენილი , დავარცხნილი CV, სამუშაო გამოცდილება 1984 წლიდან,  კულინარიული უმაღლესი განათლება..., არ იქნება დამქანცელი გასაუბრება და ურჩხულის დამარცხება.
ჩვენ ვართ ქართული გასტრონომიული რესტორანი“ბარბარესთან“ და გატანის სამზარეულო „ბარბარესგან“, სადაც უბრალო, გულიანი და თბილი ადამიანების გუნდი  მუშაობს და ასევე ვეძებთ თბილ და გულიან ადამიანებს , რომელმაც შესაძლოა რამეები არ იცოდე, მაგრამ აქ ვართ და ერთად ყოფნით როგორმე შევამაგრებთ ერთმანეთს; თუ გეცოდინება პროდუქტების დამუშავება, თუ შეფს მოუსმენ და მის  დავალებას   მეორეჯერ დამოუკიდებლად შეასრულებ და  პროცესებში ბოლომდე ჩაერთვები ეგ არის.
საქმიანობა ასეთია : კერძებს ვამზადებთ სტუმრებისთვის რესტორანში და გატანის კერძები სახლში მიგვაქვს ჩვენი სტუმრებისთვის. ვმუშაობთ სიყვარულით და მონდომებით. დიდ დროს ვუთმობთ  პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მომზადებას,  იმისთვის , რომ კერძი გემრიელი და ხარისხიანი ავაწყოთ .
როცა საქმე სიყვარულით კეთდება სტუმრებიც თბილად გვაფასებენ და მადლობას გვიხდიან. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია და საქმის უფრო კარგად კეთების მოტივაცია.
შენი ხელმძღვანელი საკმაოდ მზრუნველი და აქტიური მრავალშვილიანი ოჯახია, არ შეუძლია ესე ჰაერზე მიატოვოს ოჯახის წევრი, რადგან მათთვის ეს რესტორანი შვილივით არის, ამიტომ შეგიძლია გვერდში გეგულებოდეს, ამ ყველაფერს მარტივად აითვისებ, მე გპირდები;)
ანაზღაურება? 700-900 ლარი, გააჩნია შენს მონდომებას. სამწუხაროდ არ გვაქვს ძალიან დიდი ანაზღაურება, მაგრამ რაც არის ეს არის. მთავარი რასაც ჩვენ დავეძებთ ანთებული თვალები და შიგნიდან მომავალი სითბოა, რომელიც ყველა ჩენგანშია, თუ ძალით არ შევაკავეთ :)
მოეშვი, ბევრი არ იფიქრო, ეს არ არის გამოცდა, არაფერს კარგავ. გულით დაწერე ის, რასაც ფიქრობ:) იცოდე, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ, წარმატება!..*

Sign in to Google to save your progress. Learn more
Untitled Question
Clear selection
Untitled Question
Clear selection
სახელი, გვარი *
ასაკი
რა გახარებს?
რა არის შენი ცხოვრების დრაივი, რა გაძლევს ენერგიას?
რანაირია ბედნიერება, შეგიძლია აღწერო?
შენთვითონ რა გინდა? ოღონდ მართლა :)
რა გაღელვებს ამ ქვეყანაში?
რაზე გეოცნებება ხშირად?
როგორ ფიქრობ, რა იქნებოდა შენი უმაღლესი მიღწევა ცხოვრებაში?
რა ცოდნას ფლობ?
რა არის შენთვის სამზარეულო?
რა არის შენთვის სტუმრის კმაყოფილება?
მოგვიყევით ამბავი, როცა შეფმა შეგაქოთ?
შენი აზრით, რა არის ადამიანისთვის უმთავრესი ღირებულებები?
რას იტყვი შენს გარშემო მყოფ ადამიანებზე?
თუ გინდა, რომ ადამიანებს კარგი ეგონო, როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთო ამისათვის?
რის კეთება გძულს?
თუ გაიხსენებდი ისეთ კონკრეტულ ერთ შემთხვევას, როდესაც რაღაც ისევერ გამოგივიდა, როგორც გინდოდა?
როგორ ფიქრობ, რამდენად ხშირად უშვებს ადამიანი შეცდომებს?
1. რა ფერია შენი ცხოვრება? 2. რა ფერია ცხოვრება ჩვენს გარშემომყოფთათვის?
გინდა რამე მოყვე? ნებისმიერი ამბავი გინდ შენზე, გინდ სხვაზე, რაც უცბადმოგივა თავში
ტელეფონის ნომერი და facebook მისამართის ლინკი (*მხოლოდ თქვენ თუგექნებათ ამის სურვილი) * *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy