კულტურის მკვლევარი

გახდი კულტურის მკვლევარი!

ვისაც გაინტერესებთ კულტურა – ის, რაც გვაერთიანებს და გვყოფს – გთავაზობთ,  მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს ახალ პროექტში.

კულტურა რთული და საინტერესო ფენომენია, იგი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ ასპექტს მოიცავს და მის კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარსულისა და თანამედროვეობის გასააზრებლად. გთავაზობთ, გახდეთ ამ მრავალფეროვანი სფეროს მკვლევარი. პროექტი მოიცავს შეხვედრებსა და დისკუსიას შემდეგი საკითხების შესახებ:

რა არის კულტურა, კულტურული სტერეოტიპი, კულტურული შოკი, კულტურის კვლევის მეთოდები;

სუბკულტურა, კონტრკულტურა, ახალგაზრდული მოძრაობები;

გლობალიზაცია – საფრთხე თუ შესაძლებლობა? გლობალიზაცია კულტურის კონტექსტში;

ჯინსი – სამოსი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა – როგორც გლობალიზაციის ნიმუში;

მრავალფეროვანი მსოფლიო და მრავალფეროვანი საქართველო.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია განხილულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევითი დავალებების შესრულება.

დასასრულს კი მონაწილეები შემაჯამებელ კონფერენციაზე წარმოადგენენ მათი კვლევის შედეგებს, რის შემდგომაც თსუ საბავშვო უნივერსიტეტისგან მიენიჭებათ "კულტურის მკვლევრის" სერტიფიკატი.  

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი გვარი *
სკოლის დასახელება სრულად  *
კლასი *
საკონტაქტო ელ.ფოსტა *
საკონტაქტო მობილური *
დასწრების ფორმატი *
მოკლედ გვითხარით, რატომ გსურთ გაიაროთ ეს კურსი? *
მიგიღიათ თუ არა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტებში მონაწილეობა? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of TSU. Report Abuse