საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 - ჯგუფურ კონსულტაციაზე რეგისტრაციის ფორმა

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, მიმდინარე წელს  უკვე მესამედ ატარებს „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს - Meliora 2020“, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა ადილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

წელს ყველაზე გამორჩეული ბიზნეს დაჯილდოება განსაკუთრებული ფორმატით ბრუნდება და იმ პროექტებს ეძღვნება, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განახორციელეს Covid 19-თან საბრძოლველად.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე:
www.meliora.ge

კონკურსის ორგანიზატორები დაინტერესებული კომპანიებისათვის ჯგუფურ კონსულტაციებს გამართავენ, რომლებზეც დაწვრილებით განმარტავენ კონკურსის მოთხოვნებსა და პირობებს, განაცხადის შევსების წესებს, ასევე პასუხს გასცემენ კითხვებს.

კონსულტაციაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი ფორმა (ქვემოთ).

კონსულტაციები გაიმართება ონლაინ, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.
რეგისტრაციის შემდგომ თქვენ გამოგეგზავნებათ ZOOM-ის ბმული.
Sign in to Google to save your progress. Learn more
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy