პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის სტაჟირების პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ბანკის მენეჯმენტისა და შესაბამისი ერთეულების ხელმძღვანელი თანამშრომლების მიერ. დამატებით პროგრამა ითვალისწინებს ტექნიკური შესაძლებლობების ამაღლებას Excel-სა და Power BI-ის მიმართულებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
აპლიკაციის შესაბამისობა პროექტის მოთხოვნებთან;
ტესტირება: ლოგიკური და მათემატიკური უნარები, კორპორაციული ფინანსები, Excel
პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თბილისში, ბანკი ქართუს სათავო ოფისში, ხოლო თემატური ტრენინგები ჩატარდება ბანკის ტრენინგ ცენტრში.