📢 აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის აგრძელებს ინტერაქციული შეხვედრების სერიას.
EEU ღია კარის დღეების ფარგლებში გელოდებათ საინტერესო შეხვედრები საუნივერსიტეტო სივრცეში 🏢🤩
გაიცანით მომავლის პროფესიები, შეიძინეთ ახალი მეგობრები და გაატარეთ დრო სასიამოვნოდ, სფეროს ექსპერტ სპიკერებთან თუ მოდერატორებთან ერთად 👩🏼🎓👨🏼🎓
ინტერაქციული შეხვედრები დაიწყება აპრილიდან და თითოეული აქტივობის განხორციელების თქვენზე მორგებული თარიღის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის შემდგომ ⏳
თითოეული შეხვედრის ბოლოს გაიმართება სახალისო საგანმანათლებლო თამაშები. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა წამახალისებელი პრიზით 🏆
პროექტის ბოლოს გაიმართება EEU აუქციონი, სადაც თითოეულ აქტივობაში ჩართულობით მოპოვებული ბონუს ქულებით შეიძენთ საგანმანათლებლო თუ გასართობი დანიშნულების ნივთებს ( კინო-თეატრის ბილეთები, სახელმძღვანელოები, სასწავლო ვაუჩერი და ვნახოთ რა დაგხვდებათ მთავარ პრიზად: Smart Watch, ყურსასმენები თუ პლანშეტი? ) 📚🖊💼
ინტერაქციული შეხვედრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები;
ინტერაქციული შეხვედრები დაფინანსებულია და მონაწილეობის მიღება უფასოა.