,,აზარტული თამაშების რეკლამების ზეგავლენის შემცირება მოზარდებში"
ძვირფასო სამოქალაქო განათლების პედაგოგებო, ფორუმი მოხარულია მოგიწვიოთ თემატურ შეხვედრაზე ,,აზარტული თამაშების რეკლამების ზეგავლენის შემცირება მოზარდებში", რომელიც პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში 10 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.  

შეხვედრაზე განიხილება მოდული, რომელიც განკუთვნილია მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს მოზარდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნის მიღწევა მედიაწიგნიერების უნარების განვითარების გზით არის დაგეგმილი. სასწავლო პროცესშიმოდულის დანერგვა  მოზარდებს დაეხმარება გამოიმუშაონ აზარტული თამაშების რეკლამების კრიტიკულად გაანალიზების, გააზრების და მათი მიზნების ამოცნობის უნარი.

შეხვედრას წარმართავს სოფო ბაჩილავა, ახალი სკოლის მოდელის სამოქალაქო განათლების კურიკულუმის დანერგვის ექსპერტი.

გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ 9 მაისს ღამის 12:00 საათის ჩათვლით.

თემატური შეხვედრების სერია პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში აპრილი-მაისის გნმავლობაში გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მიეცემა.

პროგრამას საქართველოში ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
სკოლა, რომელშიც ასწავლით *
საგანი, რომელსაც ასწავლით *
MS teams-ის ელ.ფოსტის მისამართი (რომელიც მთავრდება - @teachers.gov.ge) *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy