კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის
CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მონაწილეთა მიღებას ქალებისა და ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

ბანაკი მიზნად ისახავს ადგილობრივი თემების გააქტიურებას, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის მიზნით. ბანაკის მონაწილეები გაივლიან თემატურ ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, კლიმატის ცვლილება, მისი გამომწვევი მიზეზები, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია და მასთან ეფექტიანი ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა, ენერგო ეფექტიანობა.
 
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ:

გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის (კახეთის რეგიონი), ზესტაფონის, ტყიბულის, ჭიათურის (იმერეთის რეგიონი), ლანჩხუთისა და ოზურგეთის (გურიის რეგიონი) მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 15-35 წლის, ახლაგაზრდებს და  ქალებს.

შენიშვნა: ბანაკში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ ქალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნულ ბანაკში 2022 წლის აპრილში და სექტემბერში.

მონაწილეობის მისაღებად:
- შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა  
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა -  15 მარტი, 18:00 საათი  
- დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება

საუკეთესო განაცხადის ავტორები  გაემგზავრებიან კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

ბანაკი გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 3-8 აპრილს.

- საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი: 2  - 15 მარტი
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება: 16-24 მარტი
- ბანაკის განხორციელების პერიოდი: - 3-8 აპრილი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მირანდა აფაქიძე - miranda.apakidze@cenn.org

ბანაკი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.


Email *
სახელი | გვარი *
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი *
ასაკი *
მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში, რომელიც გაიმართა 2022  წლის აპრილში ან სექტემბერში? *
რომელ მუნიციპალიტეტში ცხოვრობ? *
Required
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საქმიანობის სფერო (თუ ხართ სტუდენტი ან მოსწავლე, მიუთითეთ, სად სწავლობთ; თუ დასაქმებული ხართ, მიუთითეთ, სად მუშაობთ): *
წარსულში მიგიღია მონაწილეობა მწვანე ბანაკში? *
Required
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემა, რომლის წინაშეც თქვენი მუნიციპალიტეტი/რეგიონი დგას ამჟამად? *
(ჩაწერე პასუხი - მაქსიმუმ 500 სიტყვა)
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოხდეს ზემოთ თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემ(ებ)ის გადაჭრა? *
(ჩაწერე პასუხი - მაქსიმუმ 500 სიტყვა)
გთხოვთ, მოგვიყვეთ თუ გქონიათ მცდელობა ზემოთ აღნიშნული პრობლემის ან სხვა ტიპის პრობლემის მოგვარების მცდელობა წარსულში და რა შედეგით დასრულდა აღნიშნული მცდელობა? *
(ჩაწერე პასუხი - მაქსიმუმ 500 სიტყვა)
გთხოვთ, მოგვწეროთ როგორ აპირებთ ბანაკში მიღებული ცოდნისა და  გამოცდილების გამოყენებას ბანკიდან თქვენს მუნიციპალიტეტში დაბრუნების შემდეგ? *
(ჩაწერე პასუხი - მაქსიმუმ 500 სიტყვა)
მიუთითე ერთი რეკომენდატორის ტელეფონის ნომერი *
რეკომენდატორი არ უნდა იყოს თქვენი ოჯახის წევრი, ან ოჯახთან დაახლოვებული პირი. რეკომენდატორი შეიძლება იყოს თქვენი მასწავლებელი, მწვრთნელი, მენტორი და სხვა სრულწლოვანი პირი. გთხოვთ, წინასწარ შეუთანხმეთ რეკომენტდატორს, რომ მის ტელეფონის ნომერს გაუზიარებთ "მწვანე ბანაკის" შესარჩევ კომისიას.
მშობლის/მეურვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
იმ შემთხვევაში, თუ 18 წელზე ნაკლები ასაკის ხართ გთხოვთ, მიუთითოთ მშობლის (დედა/მამა) ან კანონიერი მეურვის:
მიუთითეთ ერთ-ერთი ოჯახის წევრის ტელეფონის ნომერი *
გთხოვთ, წინასწარ შეუთანხმეთ ოჯახის წევრს, რომ მის ტელეფონის ნომერს გაუზიარებთ "მწვანე ბანაკის" შესარჩევ კომისიას.
დადასტურება (ჩაწერეთ სახელი და გვარი) *
ვადასტურებ, რომ ბანაკში ჩემი მონაწილეობის სურვილის  შესახებ იციან ოჯახის წევრებმა და ისინი მხარს უჭერენ ჩემს ინიციატივას. აგრეთვე, გავიარე კონსულტაცია სკოლის პედაგოგთან და ვაცხადებ მზადყოფნას, შესარჩევი ტურის გადალახვის შემთხვევაში, მონაწილეობა მივიღო 3-8 აპრილს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში დაგეგმილ მწვანე ბანაკში ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის.
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy