ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი ''იბერია'' / Centro Cultural y Educativo Español “Iberia"
ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი ''იბერია'' გთავაზობთ ესპანური ენის შემსწავლელ კურსებს.
თუ გსურს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენის შესწავლა და ამასთანავე, ესპანეთის მდიდარი კულტურის ახლოდან გაცნობა, მაშინ ეს შანსი შენთვისაა.😊💃
გახდი ჩვენი დიდი ოჯახის წევრი და ესპანური ენის სწავლასთან ერთად ისარგებლე სხვა მრავალი საინტერესო შემოთავაზებით:
📌იბერია ხშირად ასაჩუქრებს თავის სტუდენტებს სხვა დამატებითი კურსებით, რომლებშიც მონაწილეობის მიღება სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ.
📌გაქვთ საშუალება 1 თვიდან 1 წლამდე ვადით ჩვენს პარტნიორ ესპანურ უნივერსიტეტში გაიაროთ ენის კურსი, რომლის ორგანიზებაც, სავიზო საკითხების მოგვარების ჩათვლით, ჩვენს მიერ იქნება უზრუნველყოფილი.
📌ესპანურ სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გაქვთ შესაძლებლობა სკოლის მერხიდანვე მოხვდეთ ესპანეთის პროფესიულ სასწავლებლებში.
📌ჩვენი ცენტრის სტუდენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ სტუმარი სტუდენტის სტატუსით ჩვენს პარტნიორ ესპანურ უნივერსიტეტებში ან გაიარონ პრაქტიკები ესპანეთში მათთვის სასურველი მიმართულებით.
📌ტრადიციულად, ჩვენს საუკეთესო სტუდენტებს ვეპატიჟებით ესპანეთში მოკლევადიან ტურებზე, ხოლო დანარჩენებს- მინიმალური ხარჯებით.
📌ჩვენი წევრებისთვის ვქმნით დასაქმების შესაძლებლობას როგორც, საქართველოში, ასევე ესპანეთში.
📌და რაც ყველაზე მთავარია, თქვენს განკარგულებაშია და მუდმივად კონტაქტზეა ქართულ-ესპანური საორგანიზაციო გუნდი და ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალი ქართველი და ესპანელი მასწავლებლები.
რაც შეეხება ჩვენთან სწავლების პირობებს, ჯგუფური მეცადინეობის ღირებულება შეადგენს 145 ლარს, რომელიც მოიცავს თვეში 8 გაკვეთილს. ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.
⏰ კურსის ხანგრძლივობა არის 6 თვე.
⏰მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ.
⏰გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 1 საათი.
🎁ამასთანავე, ცენტრისგან საჩუქრად გაქვთ პრაქტიკის საათები, რომელსაც სხვადასხვა აქტივობის სახით ვთავაზობთ ჩვენს სტუდენტებს.
📣გაკვეთილები ტარდება დღის ნებისმიერ მონაკვეთში. შესაბამისად, არ გაგიჭირდებათ თქვენთვის სასურველი გრაფიკის შერჩევა.
📣კურსის გავლის შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერიის“ სერტიფიკატი.