საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს.
2023  წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები:
 
    • 2023 წლის  საუკეთესო ფიზიკის მასწავლებელი ;
    • 2023 წლის საუკეთესო მათემატიკის  მასწავლებელი ;
    • 2023 წლის საუკეთესო ქიმიის მასწავლებელი ;
    • 2023 წლის საუკეთესო ბიოლოგიის  მასწავლებელი ;
    • 2023 წლის საუკეთესო ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ;       
    • 2023 წლის საუკეთესო ისტორიის მასწავლებელი;
    • 2023 წლის  საუკეთესო გეოგრაფიის მასწავლებელი;
    • 2023 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი;
    • 2023 წლის ქართული,  როგორც მეორე ენის  საუკეთესი მასწავლებელი;
    • 2023 წლის ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებელი;
    • 2023 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
    • 2023 წლის გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
    • 2023 წლის რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
 
 
თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული, როგორც მეორე ენის,  ინგლისური ენის, ფრანგული ენის, გერმანული ენის, რუსული ენის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.
 
3. კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია.
 
 4. . კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:
ა)  თავად პედაგოგს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ.ბმული).
ბ)    პედაგოგიური / სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციას;
გ)    ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და/ან არასამთავრობო ორგანიზაციას;
დ)   საგანმანათლებლო რესურცენტრებს;
ე)   პროფესიულ გაერთიანებას.
„ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მასწავლებლის  კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის შემდეგ ცენტრი წერილობით მიმართავს მასწავლებელს იმისთვის, რათა  მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.
 
 
რეგისტრაციის ვადა:   2023  წლის 18 აპრილიდან -  7 მაისის ჩათვლით პერიოდი.




Google에 로그인하여 진행상황을 저장하세요. 자세히 알아보기
다음
양식 지우기
Google Forms를 통해 비밀번호를 제출하지 마세요.
이 콘텐츠는 Google이 만들거나 승인하지 않았습니다. 악용사례 신고 - 서비스 약관 - 개인정보처리방침