"მე და ბავშვი"
🌐ქართულ ენაზე გამოცემული ახალი წიგნის „გეშტალტთერაპია ბავშვებთან“
თანაავტორის დოქტორ ნურით ლევის (ისრაელი)
ექსკლუზიური ვორქშოფი (1 დღე)

•⭕ ფსიქოლოგების,
•⭕ ფსიქოთერაპევტების,
•⭕ ბავშვების ჯანსაღ განვითარებასა და პიროვნულ ზრდაზე მზრუნველი მშობლებისა და აღმზრდელთათვის,
•⭕ ბავშვებთან ფსიქოლოგიური მიდგომებით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის.

👉🏼🔎ბავშვებთან მუშაობა ისეთი გამოწვევაა რომელსაც ბევრი ფსიქოთრაპევტი არიდებს თავს.
ბავშვები ხშირად ეჭვინობენ, უხეშობენ, არიან არაკონტაქატურები და  ზრდასრულებისთვის დამაბნეველები.
სირთულეების მქონე ბავშვებთან კონტაქტის დასამყარებლად, მისი ყურადღების მისაპყრობად და ნდობის მოსაპოვებლად ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.
ბავშვებთან მუშაობა, ცოდნის გარდა, მოითხოვს სხვადასხვა უნარებს და კრეატიულ მიდგომას. განსაკუთრებით ახლა, ჩვენს რთულ ეპოქაში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონტაქტის დამყაერბა, რაც უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ვინაიდან მოზარდობის ტიპური პრობლემები უფრო ადრეულ ასაკში იჩენს თავს და მშობლები/აღმზრდელები კი, ამ დროს, ნაკლებად არიან ხემისაწვდომნი. იშვიათად ინტერესდებიან ბავშვის გრძნობებით, ემოციებით და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ან იქნებ, ეს პირიქითაა?
🔴🔎ვორქშოფზე, დოქტორი ნურით ლევაი
ფოკუსში მოაქცევს იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, რომელსაც მშობლები, აღმზრდელები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები პირისპირ ეჩეხებიან მოზარდებთან კომუნიკაციაში;
👉🏼ვორქშოფი დაგეხმარებათ ბავშვებთან ურთიერთობის, მიდგომების, პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაში და ხელისშემშლელი პიროვნული ბარიერების, პროფესიოული სირთულეების, თუ სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და ძლიერ მხარეებად გარდაქმნაში.

📍ვორქშოფს გაუძღვება :

👩🏽‍💼📚დოქტორი ნურით ლევი (Dr.Nurith Levi) – ისრაელი.
PhD, MSW, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის ექსპერტი, EAGT აკრედიტებული, EAP სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი და ისრაელის ბავშვთა დაცვის ეროვნული საბჭოს მრჩეველია.
საერთაშორისო ტრენერის და სუპერვაიზერის რანგში, ნურით ლევი მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
EAGT აკრედიტებულ საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტში მოღვაწეობს თეორია-მეთოდოლოგიის მთავარ ტრენერად და ასევე, სუპერვაიზერის სტატუსით თანამშრომლობს“გეშტალტ კლინიკასთან”.
დოქტორი ნურით ლევი EAGT-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი, თელ-ავივის Beit-Berl კოლეჯის გეშტალტ პროგრამის აკადემიური დირექტორი და ბენ გურიონის უნივერსიტეტის ემირიტუსია.
იგი მრავალი წელი თავჯდომარეობდა EAGT ტრენინგ-სტანდარტების კომიტეტს და იყო EAGT-ს ადამიანთა უფლებათა და სოციალურ პასუხისმგებლობათა კომიტეტის წევრი. მან დააფუძნა ისრაელის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაცია და არჩეულ იქნა მის პირველ პრეზიდენტად.
დოქტორი ნურით ლევი მუშაობს ინგლისურ, გერმანულ და ებრაულ ენებზე წყვილებთან, ოჯახებთან და ბავშვებთან - ჯგუფებთან და ინდივიდუალურად.

📍შეხვედრა შედგება პირისპირ აუდიტორიაში
ცენტრის მისამართია თბილისი, სოლოლაკი, პაოლო იაშვილის 22 ნომერი (ასათიანის ქუჩის კვეთა)
 
🔴რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი 18:00 საათი.

💳ვორქშოფის საფასური :

💶65 ევრო (ექვივალენტი ლარი)

💶45 ევრო (ექვივალენტი ლარი)  - საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის სტუდენტებისა და ასოციაციის წევრთათვის.


 📝➡რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე :




🔴დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ 0322 292 03 36
📞 568 11 99 52
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
საკონტაქტო ნომერი *
ელ.ფოსტა *
ინსტიტუტი *
ხართ თუ არა საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის წევრი? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy