თელავი - USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ბიზნეს ინგლისურის კურსი
 USAID-ის დაფინანსებით და გაერთიანებული ერების საქართველოს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით ამერიკული ორგანიზაცია PH International იწყებს ბიზნეს ინგლისურის A2 დონის 4-თვიან კურსს
15 - 29 წლის ახალგაზრდებისთვის. აღნიშნული კურსი თითოეულ ლოკაციაზე ხორციელდება UNAG-ის ეგიდით შექმნილი ახალგაზრდული ცენტრების  ბაზაზე და ამ ცენტრებთან უშუალო პარტნიორობით.
 კურსის მიზანია, განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო/ბიზნეს კონტენტზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით. სწავლების ეს მეთოდი აერთიანებს სამეწარმეო განათლებას და ბიზნეს ინგლისურს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ბენეფიციარების წინსვლას კარიერულ თუ კერძო ბიზნესის განვითარების გზაზე.
 4-თვიანი ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს 60 საათიან ინსტუქტაჟს პროფესიულ ინგლისურში, კურსი ორიენტირებულია ბიზნეს ინგლისურის შესწავლაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოში დამწყები ბიზნესის ძირითადი მოთხოვნები, ბიზნეს გეგმის შემუშავების საწყისები, სოციალური მედიის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება. ინგლისური ენის კურსი ტარდება კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში. ენის კურსს უძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები.  
ინგლისური ენის შემსწავლელი გჯუფები თითეულ ლოკაციაზე დაკომპლექტება 20 მოტივირებული ახალგაზრდისგან, რომელთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდული ცენტრების წევრ აპლიკანტებს.
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ 2 საათის განმავლობაში.
 ენის კურსს წარუძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები.  
პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მოეთხოვებათ დაესწრონ გაკვეთილების 70%-ს მაინც და მათი ყოველთვიური შეფასება არ უნდა იყოს 7 ქულაზე დაბალი (შეფასების 10 ქულიანი სისტემის მიხედვით). წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება მოცემული მონაწილის სარეზერვო კანდიდატით ჩანაცვლების საკითხი.
აპლიკაცების გამოგზავნის ბოლო ვადაა  2023 წლის 23 ოქტომბერი, 23:00 საათი.  
Sign in to Google to save your progress. Learn more
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy