შოთა ღვინერიას საჯარო ლექცია: საინფორმაციო ეკოსისტემა და ინფორმაციული ომი


ლექციის მიზანია, ქართველი სტუდენტების და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ციფრული რევოლუციასთან ერთად ინფორმაციული ომი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ხოლო, საინფორმაციო ეკოსისტემის სწორად გააზრება თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაბიჯია.  

სალექციო შეხვედრა დაფარავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიც არის:
 
- თანამედროვე საინფორმაციო გარემოს ძირითადი თავისებურებები;

- ინფორმაცია როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი ზეწოლის მოსახდენად და გავლენების გასაძლიერებლად;

- ტყუილი და სიმართლე - პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზები და შედეგები;

- საინფორმაციო ომისგან თავის დაცვა - საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდა.


ლექციას წაიკითხავს დიპლომატი შოთა ღვინერია. ბატონ ღვინერიას აქვს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება. იგი მსახურობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, იყო მივლინებული  მრჩევლად ნატოში, საქართველოს მისიაში, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში. დღეისათვის ბატონი ღვინერია იკავებს უფროსი მკვლევრის და უსაფრთხოების მიმართულების მენეჯერის პოზიციას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში. ამავდროულად ის არის ლექტორი ბალტიის თავდაცვის კოლეჯში.


ლექციებზე დასწრება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ ახალგაზრდა პროფესიონალებს.

ლექცია 2021 წლის 6 მაისს, 19:00-ზე, ჩატარდება.

ლექციაზე ჩატარდება ონლაინ ფორმატში, დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც ელ.ფოსტა-ზე მიიღებთ შეხვედრის მოსაწვევს.



ლექციას ადმინისტრირებას უწევს ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ახალგაზრდული კლუბი.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი *
გვარი *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
ელ.ფოსტა *
ტელეფონი *
სკოლის/უნივერსიტეტის/დამსაქმებელი ორგანიზაციის დასახელება (აღნიშნულიდან რომელიმე)
პროფესია / ინტერესის სფერო
თუ გაქვთ კითხვები გაგვიზიარეთ
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Economic Policy Research Center. Report Abuse