მოხალისეობის გამოფენა-ფორუმი 2023  სარეგისტრაციო ფორმა მონაწილეობის მსურველთათვის

ამა წლის 7 აპრილს თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (წინანდლის ქ. N9) 15:00 საათიდან  19:00 საათამდე გაიმართება ყოველწლიური მოხალისეობის გამოფენა-ფორუმი.

ღონისძიების მიზანია მოხალისეობის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

ყოველწლიურად გამოფენა-ფორუმში მონაწილეობს 40-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც ემსახურებიან ახალგაზრდების გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, უსინათლოებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს და ა.შ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროგრამები, სადაც მოხალისეობის მსურველებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეეძლებათ დარეგისტრირება და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა.

გამოფენა-ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ ამა წლის 31 მარტის ჩათვლით.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი; გვარი *
ასაკი *
ტელეფონის ნომერი *
ელექტრონული ფოსტა *
სკოლა/უნივერსიტეტი *
რა მოხალისეობრივი გამოცდილება გაქვთ? *
რომელი სფეროა თქვენთვის საინტერესო, სადაც მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებას ისურვებდით? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy