"ონლაინ ცხოვრების ხელოვნება" - სამოქალაქო განათლების კვირეული
მოგესალმებით,

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო განათლების ქსელის ორგანიზებითა და საქართველოში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მხარდაჭერით, ხორციელდება - სამოქალაქო განათლების კვირეული - თემატური ლოზუნგით -  "ონლაინ ცხოვრების ხელოვნება".

კვირეული, 11-17 ოქტომბრის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, საქართველოს პარალელურად ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა ფორმატის ონლაინ და ადგილობრივ ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც პირველ რიგში სამოქალაქო განათლების დაწინაურებაა.

თუ გსურთ სამოქალაქო განათლების ღირებულებების პოპულარიზება, მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა და სასკოლო ცხოვრების გააქტიურება - მაშინ აუცილებლად შემოუერთდით პროექტს.

კვირეულში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას - ამისთვის საჭიროა:

დაარეგისტრიროთ თქვენი სკოლა, ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით
მოსწავლეებთან ერთად განახორციელოთ აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების გააქტიურებასა და მისი ღირებულებების პოპულარიზებას.
11 ოქტომბრის ჩათვლით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/dgvaCAAgRk9FWesT7
ატვირთოთ განხორციელებული პროექტის ანგარიში, შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალით.

კვირეულის ფარგლებში, 14 ოქტომბერს გამოვლინდებიან წარმატებული სკოლები სხვადასხვა ნომინაციაში და გადაეცემათ პრიზები:
1. ყველაზე კრეატიული კამპანია (ტექნიკის 300 ლარიანი ვაუჩერი)
2. ყველაზე მრავალფეროვანი კამპანია (ტექნიკის 300 ლარიანი ვაუჩერი)
3. ყველაზე მასშტაბური კამპანია (ტექნიკის 300 ლარიანი ვაუჩერი)

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი კითხვების შემთხვებაში დაგვიკავშირდით ნომერზე 555321507
natogamtsemlidze@gmail.com / nato.gamtsemlidze@ctf.org.ge

Sign in to Google to save your progress. Learn more
რეგიონი *
მასწავლებლის სახელი და გვარი *
ელ-ფოსტა *
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი *
კვირეულში ჩართული სკოლის სრული დასახელება *
გთხოვთ, გაგვიზიარეთ აქტივობები, რომლის განხორციელებაც გსურთ პროექტის ფარგლებში *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy