სამშენებლო სფეროს აღრიცხვა და საგადასახადო დაბეგვრა
სილაბუსი

ტრენერი: გიორგი ბარამიძე
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი

გამოყენებული მასალა საგადასახადო კანონმდებლობა, საგადასახადო კოდექსი, ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და სხვა ნორმატიული აქტები)
ტრეინინგის მიზანი სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების შესწავლა და გამოყენება ბიზნეს–გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
სწავლის შედეგები
აღნიშნული ტრეინინგის გავლის შემდგომ მსმენელს შეეძლება სწორად შეაფასოს გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული  სამშენებლო ოპერაციები (მ.შ. ბარტერული ოპერაციები მიწის მესაკუთრეებთან მიმართებაში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო შედეგები/ტვირთი (წარმოშობილი გადასახადები, მათი რიცხობრივი მნიშვნელობა, გადახდის ვადები) რათა მოახდინოს მათი დროულად და სრულყოფილად ასახვა ბუღალტრულ ჩანაწერებში, აგრეთვე შეეძლება დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრა სამშენებლო სფეროში გადასახადების მიზედვით და მათი დროულად და სრულად დაბეგვრა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 მსმენელს აგრეთვე შეეძლება განსაზღვროს საგადასახადო რისკების შემცირების სამართლებრივი გზები, საჭიროების შემთხვევაში სწორად დაგეგმოს და წარმართოს საგადასახადო დავა ნებისმიერ ეტაპზე,
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა  საგადასახადო კოდექსი
დამხმარე ლიტერატურა და სხვა მასალები ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული  სიტუაციური სახელმძღვანელოები. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიდგომა სამშენებლო საქმიანობასთან მიმართებაში.
სასწავლო ტრეინინგის შინაარსი
თარიღი დრო თემატიკა
1 2 სთ. საქართველოს საგადასახადო სისტემა და მისი მოკლე მიმოხილვა, საგადასახადო კანონმდებლობის ტერმინოლოგია სამშენებლო ბიზნესის კუთხით. ცალკეულ შემთხვევებში საქონლის და მომსახურების ფასის განსაზღვრა საგადასახადო ორგანოს მიერ, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან მიმართებაში.
2 2 სთ. მშენებლობის პროცესში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. (მ.შ. ბარტერული ოპერაციების მიმართ).
3 2 სთ. 2018 წლის 01 იანვრამდე დაწყებული სამშენებლო სამუშაოების აღრიცხვა, გრძელვადიანი კონტრაქტის შესაბამისად დაბეგვრის თავისებურებები და მათი სწორად ასახვა ბუღალტრულ ჩანაწერებში.  დაბეგვრის ობიექტის და დასაბეგრი დროის სწორად განსაზღვრა (მ.შ. მაგალითების განხილვა).
4 2 სთ. 2018 წლის 01 იანვრამდე დაწყებული სამშენებლო სამუშაოების აღრიცხვა, გრძელვადიანი კონტრაქტის შესაბამისად დაბეგვრის თავისებურებები და მათი სწორად ასახვა ბუღალტრულ ჩანაწერებში.  საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები მშენებლობის განმახორციელებელ პირებთან მიმართებაში (მ.შ. სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე მუხლი)
5 2 სთ 2018 წლის 01 იანვრის შემდგომ დაწყებულ სამშენებლო პოროექტებთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობაში გათვალისწინებული დაბეგვრის წესები, დასაბეგრი ოპერაციების და პერიოდის განსაზღვრა (მ.შ. მაგალითების განხილვა).
6 2 სთ საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების მშენებლობის პროცესის აღრიცხვა, მიწოდება, ნარდობა, მიწოდების დრო და მოცულობა. მ.შ. 01.01.2021 დან საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
7 2 სთ სიტუაციური სახელმძღვანელოები სამშენებლო სფეროსთან მიმართებაში, მათი განხილვა და დამუშავება.
8 2 სთ ტრეინინგის შეჯამება, სწავლების პროცესში წარმოქმნილი პრობლემური საკითხების განხილვა, აგრეთვე მსმენელთა პრაქტიკაში არსებული საკითხების განხილვა და მათი გადაწყვეტა.
ტრენერი - გიორგი ბარამიძე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი.
დაწყების თარიღი: 18 ოქტომბერი
შეხვედრების რაოდენობა : 8
შეხვედრის დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი
დრო: 20:00 საათი
სრული კურსის ღირებულება 385 ლარი
კითხვების შემთცვევაში დარეკეთ: 591 277 277


Sign in to Google to save your progress. Learn more
Email *
სახელი გვარი *
ტელეფონის ნომერი *
ელ.ფოსტა *
სამუშაო ადგილი და პოზიცია *
საცხოვრებელი რეგიონი/ქალაქი
A copy of your responses will be emailed to the address you provided.
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
reCAPTCHA
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy