დაუწესდეს ირანს სავიზო რეჟიმი
საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა იმ 9 ქვეყნიდან მსოფლიოში, ვისთანაც ირანის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აქვთ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საფრთხედ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებასაც ასახელებს.

2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის აგვისტომდე საქართველოს 323 ათა­სი ირა­ნე­ლი ეწ­ვია.

2012-2016 წლებში ირანის მოქალაქეებმა ჯამში 774 ტიპის ქონების რეგისტრაცია განახორციელეს, ქონების რეგისტრაციაში იგულისხმება როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ასევე არასასოფლო-სამეურნეოს, ისევე როგორც ბინები და სახლები. 2016 წლის შემდეგ ეს რიცხვები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრდილი.

2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე ბინადრობის სტატუსი ირანის ისლამური რესპუბლიკის სულ 10 957 მოქალაქეს მიენიჭა. მათ შორის, 3 605 მათგანს მოკლევადიანი ბინადრობა (6 წლამდე ვადით), 1 428-ს ოჯახის გაერთიანების მიზნით, 5 179-ს შრომითი, ხოლო 120-ს მუდმივი ბინადრობა.

ირანული ბარები, რესტორნები, ბორდელები, რომლებშიც პოლიციაც ვერ აღწევს, სრული უკონტროლობა, რომელიც რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ არსებულ დაწესებულებებშია. სიტუაცია აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილზე, ლესელიძეზე, სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც უძრავი ქონების დიდი ნაწილი ძირითადად ირანელებს აქვთ ნაყიდი.

ასევე კრიმინალის ზრდა, გაუპატიურების, სექსუალური ტიპის ძალადობის, პედოფილიის ფაქტების გახშირება.

ზემოთაღნიშნული ინფორმაციებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვითხოვთ, რომ ირანთან გაფორმდეს სავიზო რეჟიმი!

ამავდროულად შსს სამინისტროს მოვუწოდებთ, რომ მის დაქვემდებარებაში შეიქმნას საემიგრაციო პოლიცია, რომელიც პირდაპირ ქუჩებში გადაამოწმებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და დაადგენს არიან თუ არა ისინი ქვეყანაში ლეგალურად.

თუ იზიარებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ შეავსოთ განცხადების ფორმა.


Sign in to Google to save your progress. Learn more
Email *
სახელი, გვარი *
Facebook მისამართი
ტელეფონის ნომერი *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
reCAPTCHA
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy