ტრენერთა ტრენინგი
თუ კი ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რომ შეგეძლოთ კარგი მასწავლებელი, ტრენერი ან სულაც ლექტორი ყოფილიყავით, გიყვართ აუდიტორიასთან ურთიერთობა და ცოდნის გადაცემის პროცესი, მაშინ “წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი” თავის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, სურვილები გადააქციონ რეალობად.

საქართველოში არსებულ COVID პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, პროექტ „ტრენერთა ლაბორატორიის“ ფარგლებში, ცხადდება მონაწილეთა მიღება “online ტრენერთა ტრენინგის” გასავლელად.

ეს ტრენინგი შენთვისაა, თუ გსურს მოერგო თანამედროვე სწავლების გამოწვევებს და დაეუფლო იმ ინსტრუმენტებს, რომელიც დაგეხმარება ისეთივე ეფექტური ტრენინგი ჩაატარო ონლაინ, როგორც აუდიტორული სწავლებისას. ტრენინგს წარუძღვებიან „ტრენერთა ლაბორატორიის“ ტრენერები: ნიკა გაბლიშვილი და ნინო სალაძე.

ტრენინგის მთავარი საკითხებია:
ონლაინ ინსტრუმენტების მოძიება და ეფექტურად გამოყენება
ონლაინ აქტივობების ჩატარება
ინტერაქტიული პრეზენტაციების მომზადება
Online vs აუდიტორული მეცადინეობა
ონლაინ სწავლების უპირატესობები
ონლაინ ინსტრუმენტებთან მუშაობის ტექნიკური უნარები
რისკებისა და კონფლიქტების მართვა
რთულ მონაწილეთა მართვის ტექნიკები
ტრენინგისა და სესიების დაგეგმვა
სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები
უკუკავშირის სტრუქტურა და მისი სწორად მიღების ტექნიკები

ტრენინგი დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური აქტივობებით,. ტრენინგი ჩატარდება Zoom - პლატფორმის გამოყენებით.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 1 მარტი
შეხვედრების რაოდენობა: 10

სესიები გაიმართება ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს საღამოს 18:30 – 21:30სთ-მდე
კურსი განკუთვნილია: „წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის“ სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და აკადემიური პერსონალისათვის.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 26 თებერვალი,  18:00.
გასაუბრება გაიმართება ონლაინ 27 და 28 თებერვალს.
კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.
საკონტაქტო ინფორმაცია:  ნინო სალაძე -  saladze.nino@gmail.com – 598 97 99 09


Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ტელეფონის ნომერი *
ელ. ფოსტა *
უნივერსიტეტი *
Clear selection
ფაკულტეტი *
კურსი *
გაქვთ ტრენერობის გამოცდილება? თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ დაწეროთ რა სახის. *
ონლაინ სწავლების რა სირთულებს შეხვედრიხართ? *
გთხოვთ მონიშნოთ ქვემოთ მოცემული პასუხებიდან ერთ-ერთი *
კი
არა
მაქვს კამერა და მზად ვარ ჩავრთო სესიებზე
მაქვს მიკროფონი
მაქვს კომპიუტერი
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy