დასაქმების ფორუმი ოზურგეთში
📣 8 ივნისს, 10:30-დან 14:00 საათამდე, გურიაში, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში დასაქმების
ფორუმი გაიმართება.

🎯 ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული პირების,
სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას.

🤝 სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ინტერერაქტიულ
სემინარებში თემებზე: სამუშაოსთვის მზაობა და მოხალისეობა.

🔎 ფორუმზე 30–მდე მცირე და საშუალო კომპანია წარადგენს არსებულ ვაკანსიებს, დასაქმებისა და სტაჟირებისათვის. 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და ექნება შესაძლებლობა შეხვდეს პოტენციურ დამსაქმებელს, გაესაუბროს სასურველი ვაკანსიის შესახებ და წარმოაჩინოს საკუთარი უნარები პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

✅ დასაქმების ფორუმი ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები არიან
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ICI), პროექტი „უნარები დასაქმებისა და
თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)“; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების
დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“; საქართველოს გაეროს ასოციაცია
(UNAG) პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება
(LINKS)”; დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).

🔗 ფორუმში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
ტელეფონის ნომერი *
ელ–ფოსტა
მისამართი
რეგიონი *
მუნიციპალიტეტი *
რატომ გსურთ აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა?
მოკლედ აღწერეთ თქვენი მოტივაცია
დაინტერესებული ვარ მონაწილეობით დისკუსიაში:
Clear selection
ვადასტურებ, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy