ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა დამატებით აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2023-2024 სასწავლო წლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში. მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად 2023 წლის 22 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე. მისაღები ადგილების რაოდენობა მე-7 კლასი - 10 მოსწავლე, მე-8 კლასი - 5 მოსწავლე, მე-9 კლასი- 5 მოსწავლე, მე-10 კლასი - 5 მოსწავლე
რეგისტრაცია დასრულებულია!