"პროფესიული ორიენტაციისა და პიროვნული განვითარების სტრატეგიები" ლექცია-სემინარი ხელმძღვანელი ქალბატონებისთვის
"ლიდერ ქალთა საზოგადოებისა" და საერთაშორისო განათლების აკადემია "ბიდისის" ორგანიზებით წარმოგიდგენთ ლექცია-სემინარს თემაზე  "პროფესიული ორიენტაციისა და პიროვნული განვითარების სტრატეგიები", რომელიც გაიმართება ვილა მოსავალში-ნატახტარში.

ლექცია-სემინარს გაუძღვება ყველასათვის საყვარელი და პროფესიონალი მაია ასათიანი, რომელიც შეხვედრას გაამრავალფეროვნებს და წარმოგვიდგენს პრაქტიკულ, თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.

შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები, როგორიცაა:

1.როგორ უნდა მოძებნო საკუთარ თავში ძალა, მხოლოდ წინ რომ წაგიყვანს. როგორ დაისახო სწორი მიზანი და ამ მიზნისაკენ მყარად წახვიდე.

2.როგორ გაარკვიო, რა გინდა სინამდვილეში ცხოვრებისგან და როცა გაარკვევ, იარო მხოლოდ წინ-არც ერთი ნაბიჯით უკან.

3.როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ დიდ და მცირე ტკივილებს, როგორ დავძლიოთ კრიზისი და თუნდაც ყველაზე ღრმა უფსკრულიდან გამარჯვებული, უფრო ძლიერი ამოვიდეთ.

4.თუ არ გაქვს ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი-როგორ შეიძინო ეს თვისება, როგორ იპოვო და დაამარცხო ის კომპლექსები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლის.

5. როგორ მიაღწიო ჰარმონიას შენს თავთან და როგორ გიყვარდეს ერთადერთი და განუმეორებელი-შენი თავი.

6.როგორ ვაქციოთ საკუთარი თავი ბრენდად.

7.საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლის მომზადება.

8.როცა ასაკი მხოლოდ ციფრებია.

ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ლიდერების აღჭურვას იმ ინსტრუმენტებით, სტრატეგიებითა და შეხედულებებით, რომლებიც საჭიროა დღევანდელ დინამიურ და რთულ სამყაროში წარმატებულად ფუნქციონირებისათვის.

დაუკავშირდით თანამოაზრე პირებს და დაამყარეთ ღირებული კავშირები სხვადასხვა სფეროსა და რეგიონის ლიდერ ქალბატონებთან.

ლექცია-სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადმოგეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი, ორენოვანი სერტიფიკატი.

ჩვენ გვჯერა ქალი ლიდერების უზარმაზარი პოტენციალისა და მზად ვართ მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინსტრუმენტები თავიანთი როლებისა და მათი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

ლექცია-სემინარზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, სემინარზე რეგისტრაციისთვის რეკომენდებულია ადრეული დაჯავშნა, ამიტომ მათ, ვისაც გსურთ მონაწილეობის მიღება, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ლექცია-სემინარის ღირებულება შეადგენს 200 ლარს.

ლექცია-სემინარის ხანგრძლივობა 3-4სთ. 14:00-18:00

შემოგვიერთდით 24 დეკემბერს ვილა მოსავალი-ში ჩვენს კიდევ ერთ გრანდიოზულ ლექცია-სემინარზე!

ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც დიდხანს გაგყვებათ.

ვილა მოსავალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.booking.com/hotel/ge/villa-mosavali.en-gb.html?aid=318615&label=New_English_EN_GE_27034799425-c6zzU5MbYxi29n11jK563QS640819032387%3Apl%3Ata%3Ap1%3Ap2%3Aac%3Aap%3Aneg%3Afi%3Atidsa-199600713385%3Alp1007466%3Ali%3Adec%3Adm%3Aag27034799425%3Acmp400850425&sid=0ae20dba89f111a09374e408a12ea5b8&checkin=2023-12-09;checkout=2023-12-11;dest_id=-2325901;dest_type=city;dist=0;group_adults=4;group_children=0;hapos=1;hpos=1;no_rooms=1;req_adults=4;req_children=0;room1=A%2CA%2CA%2CA;sb_price_type=total;soh=1;sr_order=popularity;srepoch=1702123865;srpvid=3e7955a3cd070338;type=total;ucfs=1&#no_availability_msg

ვილა მოსავალის ლოკაცია - მცხეთა მთიანეთი-ნატახტარი-სოფელი ახალუბანი.

თბილისიდან ტრანსპორტირებას სჭირდება 15-20 წთ.

გააძლიერეთ საკუთარი თავი, დაუკავშირდით გამორჩეულ ქალბატონებს და დაიწყეთ მოგზაურობა ბრწყინვალებისკენ.

ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ:

ლიდერ ქალთა საზოგადოება მიმართულია ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის, ლიდერის როლებში სხვადასხვა ინდუსტრიებში. ლიდერობისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობის მისიით, საზოგადოება მასპინძლობს ღონისძიებებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელმძღვანელობის უნარებისა და გამძლეობის განვითარებას ქალ ლიდერებში.

დეტალური ინფრომაცია ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ იხილეთ ბმულზე-https://lws.ge/

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის შესახებ:

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი ცნობილია მაღალი ხარისხის განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფის ერთგულებით. გლობალურ პერსპექტივებსა და ლიდერობაზე ფოკუსირებით, აკადემია გვთავაზობს პროგრამებს, რომლებიც შექმნილია ინდივიდების გასაძლიერებლად საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მისაღწევად.

დეტალური ინფრომაცია ბიდისი აკადემიის შესახებ იხილეთ ბმულზე-https://bdc-academy.ge/

ჩვენი საკონტაქტო ნომერი: + 995 593 25 25 08 / + 995 593 23 75 39

ლექცია-სემინარზე რეგისტრაციის დასრულებისათვის მონაწილეობის საფასური უნდა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE36TB7182236020100007 - თიბისი ბანკი.

მიმღები: ლიდერ ქალთა საზოგადოება

შენიშვნა: გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენი სახელი/გვარი

ტრანზაქციის დასრულებისას ქვითარი გამოგვიგზავნეთ მეილზე: leaderwomanclub@gmail.com

საბჯექთში მიუთითეთ: თქვენი "სახელი/გვარი - სემინარზე მონაწილეობის საფასური"

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებით დეტალური/დამატებითი ინფორმაცისათვის.

გთხოვთ რეგისტრაციის დასრულებამდე გადაამოწმოთ მონაცემების სისწორე.

Acceder a Google para guardar el progreso. Más información
საკონფერენციო დარბაზი:
Imagen sin título
სახელი / გვარი *
ასაკი
*
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
*
ელ - ფოსტის მისამართი
*
სამუშაო ადგილი & თანამდებობა /
სასწავლო დაწესებულება
*
საიდან შეიტყვე ლექცია-სემინარის შესახებ?
*
დამატებითი კომენტარი:
*
გთხოვთ გადაამოწმოთ მონაცემების სისწორე, განსაკუთრებით კი მეილისა და ტელ.ნომრის მართებულობა.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებით მეილის საშუალებით.
Enviar
Borrar formulario
Nunca envíes contraseñas a través de Formularios de Google.
Google no creó ni aprobó este contenido. Denunciar abuso - Condiciones del Servicio - Política de Privacidad